ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა (ინგლ. Oxford University Press, OUP) — გამომცემლობა დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილი. მსოფლიოში უდიდესი საუნივერსიტეტო გამომცემლობა. პირველი წიგნი გამოსცეს 1478 წელს. 1586 წელს კი მიიღო შეკვეთებით წიგნების ბეჭდვის კანონიერი უფლება.[1] არის მეორე უძველესი საუნივერსიტეტო გამომცემლობა კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის შემდეგ, რომელიც 1534 წელს დაფუძნდა.[2][3][4]

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა
მფლობელი ოქსფორდის უნივერსიტეტი
დაარსდა 1586; 438 წლის წინ (1586)
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
გამოცემები აკადემიური ჟურნალები, სამეცნიერო ლიტერატურა
თანამშრომელი 6000
ოფიციალური საიტი corp.oup.com
გამომცემლობის შენობა

არის ოქსფორდის უნივერსიტეტის განყოფილება. მას მართავს 15 მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი („გამომცემლობის დელეგატები“), რომელსაც ნიშნავს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი (ვიცე-რექტორი). დელეგატებს ხელმძღვანელობს მდივანი, რომელიც არის გამომცემლობის აღმასრულებელი დირექტორი და მისი წარმომადგენელი უნივერსიტეტის სხვა ორგანოებში. გამომცემლობას მმართველობის ასეთი სტრუქტურა აქვს XVII საუკუნიდან.[5]

ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე გამომცემლობა უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პედაგოგიური ტექსტების გამოცემაზე: აკადემიური ჟურნალები, ლექსიკონები, ბიბლიოგრაფიები, წიგნები ინგლისური ენის, მუსიკის, ლიტერატურის, ისტორიის შესახებ, ბიბლიები, ატლასები. გამომცემლობას წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად ოდესღაც ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ ქვეყნებში.

რესურსები უნივერსიტეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. A Short History of Oxford University Press. ციტირების თარიღი: 29 April 2022
  2. Balter, Michael (16 February 1994). „400 Years Later, Oxford Press Thrives“. The New York Times. ციტირების თარიღი: 28 June 2011.
  3. About Oxford University Press. ციტირების თარიღი: 3 August 2018
  4. A Brief History of the Press. ციტირების თარიღი: 3 August 2018
  5. Carter, Harry Graham (1975). A History of the Oxford University Press. Oxford: Clarendon Press, გვ. 137. OCLC 955872307.