„ოქროს ვერძი“ — ყოველკვირეული ქართული ლიტერატურული ჟურნალი. გამოვიდა 1913 წელს ქუთაისში (სულ 5 ნომერი, 19 მაისი — 30 ივნისი). რედაქტორ-გამომცემელი — ბესარიონ ჯაიანი, ფაქტობრივი რედაქტორი — პაოლო იაშვილი. თანამშრომლობდნენ ალექსანდრე აბაშელი, კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი, პაოლო იაშვილი, სერგო კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, ლეო ქიაჩელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვები. დაიბეჭდა ჰაინრიხ ჰაინეს, გოეთეს, ანდრეევის, სევერიანინის ნაწარმოებების თარგმანები. აქვე გამოქვეყნდა გალაკტიონის მე და ღამე. „ოქროს ვერძის სარედაქციო სტატიებში“ გამოვლენილია პატრიოტული სულისკვეთება, ქართული კულტურის აღორძინების სურვილი და წარსულის დიდ ქართველთა მოღვაწეთა წინაშე ქედის მოხრა. ამასთან შეინიშნება რედაქციის სწრაფვა — შექმნას ახალი, ნოვატორული მიმართულების ჟურნალი. „ჟურნალი შეიძლება ჩაითვალოს სიმბოლიძმისკენ მიდრეკილ გამოცემად“. ამავე სახელწოდებით(Золотое руно)მოსკოვში გამოიცემოდა სიმბოლისტური ჟურნალი. „ოქროს ვერძი“ „ცისფერყანწელების“ პერიოდულ ორგანოთა წინამორბედად უნდა მივიჩნიოთ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ავალიანი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 611.
  • სიგუა, სოსო., „მოდერნიზმი“, თბ. „მწერლის გაზეთი“, 2008