ოქროს გლობუსი (ინგლ. Golden Globe) — ამერიკული კინოპრემია, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია აწესებს 1944 წლიდან კინო- და ტელეფილმებისთვის.

ოქროს გლობუსი

წარადგენს HFPA
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
პირველად გადაეცა 1944
Golden Globe

ისტორია რედაქტირება

ოქროს გლობუსის დაჯილდოების პირველი ცერემონია 1944 წელს გაიმართა 20th Century Fox-ის სტუდიაში. ცერემონიის გამართვის ადგილი შემდგომში რამდენიმეჯერ შეიცვალა.[1]

1950 წელს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური საპატიო პრიზი, რომლითაც ცნობილი მოღვაწეები ჯილდოვდებოდნენ კინო-ინდუსტრიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. პირველად, ის სესილ დემილს გადაეცა (1952), რის შემდეგაც ეს პრიზი მის სახელს ატარებს.[2]

2006 წლიდან ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება „ოქროს გლობუსის“ ანიმაციური ფილმებისთვის გადაცემის შესახებ, რითაც აღიარა ანიმაციური ფილმების როლი ინდუსტრიაში. პირველი ასეთი ჯილდო 64-ე დაჯილდოების ცერემონიაზე 2007 წელს გადაეცა ანიმაციურ ფილმს „მანქანები“.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. History of the Golden Globes. GoldenGlobes.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-10. ციტირების თარიღი: 2012-12-27.
  2. Cecil B. DeMille Award. GoldenGlobes.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-07. ციტირების თარიღი: 2012-12-27.
  3. Golden Globes in Toon for ’07 დაარქივებული