ოფი (ლათ. Populus nigra) — ფოთოლმცვივანი ხე ტირიფისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 30 მ, დიამეტრი 4 მ აღწევს.

ოფი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტირიფისებრნი
გვარი:  ვერხვი
სახეობა:  ოფი
ლათინური სახელი
Populus nigra
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 63530

გვხვდება ევრაზიაში, უმთავრესად ზომიერ სარტყელში. კავკასიაში, შუა აზიაში, სამხრეთ ციმბირში (ენისეიმდე). საქართველოში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. იზრდება მდინარეთა გაყოლებაზე, ხევებსა და ტყის პირებზე, მთის ქვედა და შუა სარტყელში, ზღვის დონიდან 1400 მ-დე. კარგად ხარობს ტენიან ნიადაგზე.

სწრაფმზარდია, იყენებენ ქალაქების გასამწვანებლად. რბილი და მსუბუქი მერქანი აქვს. მისგან აკეთებენ კოვზებს, ფინჯნებსა და სხვა ნივთებს. კვირტი შეიცავს ეთერზეთებს, ვაშლის მჟავას, სალიცინს და სხვა ნივთიერებებს, ქერქი — მთრიმლავ ნივთიერებებს. კვირტისაგან დამზადებულ ნაყენს და მალამოს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ. აშენებენ ქარსაფარ ზოლებში, ჭალებში.

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოფი&oldid=3990351“-დან