ოუჩო

ქალაქი ნამიბიაში

ოუჩო — ქალაქი ნამიბიაში,[1] კუნენეს რეგიონში, ოუჩოს საარჩევნო ოლქის ცენტრი. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 8 445 ადამიანს შეადგენს. ცნობილია, როგორც ეტოშის ეროვნული პარკის მთავარი კარიბჭე.[2]

ქალაქი
ოუჩო
გერბი

ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
რეგიონი ერონგოს რეგიონი
კოორდინატები 20°06′32″ ს. გ. 16°09′17″ ა. გ. / 20.10889° ს. გ. 16.15472° ა. გ. / -20.10889; 16.15472
დაარსდა 1897
ცენტრის სიმაღლე 1216 მეტრი
მოსახლეობა 8 445 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 67
ოფიციალური საიტი http://www.outjomunicipality.com/
ოუჩო — ნამიბია
ოუჩო

ქალაქი 1897 წელს გერმანელებმა დააარსეს პატარა სამხედრო ბაზის ირგვლივ, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილის კვლევის მიზნით. ოუჩოს სიახლოვეს მდებარეობს გამკარაბის მღვიმე, რომელიც განთქმულია სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით.

ოუჩოს მართავს მუნიციპალური საბჭო, რომელშიც ამჟამად შვიდი წევრი შედის.[3]

ქალაქიდან 10 კილომეტრში მდებარეობს ასაფრენი ზოლი მომცრო თვითმფრინავებისათვის. ოუჩო ნამიბიის სარკინიგზო სისტემის ბოლო სადგურია, თუმცა, ამჟამად ქალაქში სარკინიგზო სერვისი არ არსებობს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Local Authorities. Association of Local Authorities in Namibia (ALAN). ციტირების თარიღი: 1 October 2012.
  2. Outjo - town in Namibia. namibweb.com. ციტირების თარიღი: 27 September 2011.
  3. „Know Your Local Authority“. Election Watch (3). Institute for Public Policy Research. 2015. p. 4.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოუჩო&oldid=4100423“-დან