ოულუიარვი (ფინ. Oulujärvi) — ტბა ფინეთის ოულუს პროვინციაში. მისი ფართობი 928 კმ²-ია და ქვეყნის სიდიდით მეხუთე ტბას წარმოადგენს. ტბიდან გამოედინება მდინარე ოულუ, რომელიც ბოტნიის ყურეში ჩაედინება. ტბაში 500-მდე კუნძული მდებარეობს, რომელთა შორის უდიდესია მანამანსალო. წყალი ნოემბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე გაყინულია. სანაპირო დაფარულია ტყეებით.

ოულუიარვი
Oulujärvi
კოორდინატები: 64°20′ ჩ. გ. 27°15′ ა. გ. / 64.333° ჩ. გ. 27.250° ა. გ. / 64.333; 27.250
მდებარეობა ფინეთის დროშა ფინეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 120.9–123.6 
ფართობი 928 კმ²
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე 38 
გამომდინარე მდინარე ოულუ
ოულუიარვი — ფინეთი
ოულუიარვი
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ტბის 40% ვაალის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ტბის მდებარეობა ფინეთის ტერიტორიაზე

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება