ორტა (იტალ. Lago d’Orta) — ტბა ჩრდილოეთ იტალიაში, ლაგო-მაჯორეს დასავლეთით.

ორტა
Lago d’Orta
კოორდინატები: 45°49′02″ ჩ. გ. 8°24′24″ ა. გ. / 45.81722° ჩ. გ. 8.40667° ა. გ. / 45.81722; 8.40667
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სიგრძე 13,4 კმ
სიგანე 2,5 კმ
ფართობი 18,2 კმ²
საშუალო სიღრმე 71,6 
მაქსიმალური სიღრმე 143 
აუზის ფართობი 116 კმ²
გამომდინარე მდინარე ნიჯოლია
ორტა (ტბა) — იტალია
ორტა (ტბა)
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ამჟამინდელი სახელი ტბას XVI საუკუნიდან ეწოდება, მანამდე კი ლაგო-დი-სან-ჯულიოს (Lago di San Giulio) ეძახდნენ წმინდა იულიუს ორტელის (IV ს) პატივსაცემად, რომელიც რეგიონის მფარველად მიიჩნევა. ტბის პოეტური სახელია კუზიო. მისი სამხრეთი კიდე ტურინი-მილანის სარკინიგზო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს.

ტბის პეიზაჟი ხასიათით იტალიურია, მასში მდებარე სან-ჯიულიოს კუნძულზე განლაგებულია რამდენიმე თვალწარმტაცი ნაგებობა, მისი სახელიც წმინდა იულიუს ორტელს იკავშირდება, რომელიც ამ კუნძულზე IV საუკუნეში ცხოვრობდა.

ტბის გარშემო მდებარეობს პატარა ქალაქი ორტა-სან-ჯულიო, რომელიც გაშენებულია ნახევარკუნძულზე, ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს კომუნა ომენია, აღმოსავლეთით — პეტენასკო, დასავლეთით კი პელა. სავარაუდოდ, ორტის ტბა წყლის უფრო დიდი მასის ნარჩენია, რომლიდანაც მდინარე ტოკე გამოედინებოდა სამხრეთის მიმართულებით. როდესაც მყინვარებმა უკან დაიხია, მათი ადგილი წყალმა დაიკავა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება