ორნითოპოდები (ლათ. Ornithopoda) — ფრინველმენჯა დინოზავრების ქვერიგი, მცენარიჭამია, ორ ფეხზე მოსიარულე ნამარხი ქვეწარმავლები. უკანა კიდურები წინასთან შედარებით მასიური და 1,5-2-ჯერ უფრო მაღალი ჰქონდათ. ტერფზე და მტევანზე პირველი და მეხუთე თითი მთლიანად ან ნაწილობრივ რედუცირებული იყო. ცნობილი არიან ყველა მატერიკის (ავსტრალიის) გარდა ზედაიურული და ცარცული ნალექებიდან. უძველესი ცხოველების სიგრძე 1-1,5 მეტრს აღწევდა; გეოლოგიურად ახალგაზრდა ფორმებისა — 15-20 მეტრს, გარდა ამისა, ადრეულთაგან განსხვავებით, მათ რთული კბილების აპარატი ჰქონდათ. ყველაზე უკეთ ცნობილი არიან იგუანოდონტები და იხვნისკარტა დინოზავრები.

სხვადასხვა ორნითოპოდები

ლიტერატურა რედაქტირება