ორმოცდაათიანელობა

ორმოცდაათიანელობა (ინგლ. Pentecostalism) — ქრისტიანული მიმდინარეობა, პროტესტანტიზმის ერთ-ერთი თავისუფალი ეკლესია, რომელიც ცნობილია სხვადასხვა სახელით. ეკლესიები, რომლებიც ამ სახელწოდებითაა ცნობილი, ორგანიზაციულად ზოგჯერ ეთმანეთისგან დამოუკიდებლები არიან. ამ ეკლესიებისთვის საერთოა წმინდა სულის ძალაზე ყურადღების გამახვილება და ქარიზმატული განწყობილება.ორმოცდაათიანელები საზოგადოებები სული წმიდის გარდამოსვლის გამოცდილებას უბრუნდებიან და ეკლესიის რელიგიურ გამოღვიძებას ესწრაფვიან.[1] მსოფლიოს მასშტაბთ ერთ-ერთ მზარდ ეკლესიად მიიჩნევა. მას მსოფლიოში 600 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს. მათგან ყველაზე მეტი სამხრეთ ამერიკაში, ფილიპინებსა და აფრიკაში ცხოვრობს. ორმოცდაათიანელია კენიის მოსახლეობის 33%, გვატემალის 20%, ბრაზილიის 15%, სამხრეთ აფრიკის 10%, აშშ-ის 5%. სახელწოდებაში სიტყვა ორმოცდაათი მიუთითებს სულთმოფენობაზე, რომელიც ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს მოხდა. ამის გამო ორმოცდაათიანელების ეკლესიას ბევრგან სულიწმინდის მოფენის ეკლესია ქვია.

პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


ისტორია რედაქტირება

წარმოიშვა XIX საუკუნის დასასრულს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოცენებულ ცალკეულ პროტესტანტულ საზოგადოებათა საფუძველზე. ორმოცდაათიანელობას საფუძველი შეუმზადა მეთოდისტურმა ეკლესიამ, ახალსამოციქულო ეკლესიამ და „აღმატებულმა სიცოცხლემ“. ოფიციალური დაარსების თარიღად მიიჩნევა 1906 წლის 14 აპრილი, როდესაც ლოს-ანჯელესში პირველად გამართა „სულით ნათლობა“. დამფუძნებლებად მიიჩნევიან ჩარლზ ფოქს პარხამი და მისი მოსწავლე უილიამ ჯეიმზ სეიმორი. თავდაპირველად ეკლესიას ეწოდებოდა „სამოციქულო რწმენის მისია“. ევროპაში ორმოცდაათიანელების მამად მიჩნეულია ინგლისელი ტომას ბოლ ბარეტი, რომელმაც მშობლიურ ქალაქ ოსლოში დააფუძნა ორმოცდაათიანელების ეკლესია. ორმოცდაათიანელობის გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს შვედმა ორმოცდაათიანელებმა, რომლებმაც მსოფლიოოს 48 ქვეყანაში 838 მისიონერი გაგზავნეს. 1907 წლიდან გაჩნდა ორმოცდაათიანელთა ეკლესიები რუსეთში, 1920-იან წლებში ორმოცდაათიანელთა ეკლესიები რუსეთში ფართოდ გავრცელდა, ამას ხელს უწყობდა ლენინი, რომელსაც ტრადიციულ ეკლესიებთან ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული. 1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან ორმოცდაათიანელთა ეკლესიები რუსეთში აიკრძალა და მისი აქტივისტები რეპრესიებიში მოხვდნენ.

1914-1916 წლებში მოხდა პირველი განხეთქილება ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში. აშშ-იში ცალკე გამოიყო ჯგუფი, რომელიც წმინდა სამებას უარყოფდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცალკე გამოიყო ორი ეკლესია. 1960-იან წლებში ცალკე გამოიყო „ქარიზმატების“ ჯგუფი, რომელსაც ღვთისმსახურების და სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხებზე რადიკალური პოზიციები ჰქონდა.

მოძღვრება და პრაქტიკა რედაქტირება

ორმოცდაათიანელთა თეოლოგია არ განსხვავდება სხვა ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიების მოძღვრებისგან. საეკლესიო პრაქტიკაში მნიშვნელოვანი საიდნუმლოებებია ნათლობა და ზიარება. ორმოცდაათიანელები თვლიან, რომ ნათლობა სულიწმინდითა და წყლით სრულდება. ორმოცდაათიანელებს აქვთ ქრისტეს ათასწლოვანი სამეფოს დაარსების მოლოდინი.

ორმოცდაათიანელები საქართველოში რედაქტირება

საქართველოში ორმოცდაათიანელთა პირველი თემები 1918 წლის ახლო ხანს აბასთუმანსა და თბილისში თურქეთიდან გამოსახლებული რუსების ბაზაზე ჩამოყალიბდა, მაგრამ მათ არ ჰყავდათ ხელდასხმით ნაკურთხი ხუცესი, რის გამოც წყლით ნათლისღება არ ხდებოდა. თბილისში პირველი ნათლობა 1942 წელს შედგა, რაც უკრაინიდან ჩამოსულმა ხუცესმა, ვასილ ბიზიაევმა, შეასრულა[2]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ორმოცდაათიანელები - ქრისტიანობის ლექსიკონი
  2. რელიგიები საქართველოში, თბილისი, 2008 წ, გვ. 440