ორკარის კანიონი — კანიონი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მოედანის ( ჩოჩხათის თემი) მიდამოებში. ლანჩხუთიდან 28 კმ, სუფსიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 7 კმ; შრომისუბნიდან (უახლოესი სკოლა) 1,5 კმ.

კანიონი მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში. კანიონის სიგრძე დაახლოებით 1 კილომეტრია. კანიონისკენ მიმავალი გზა უსწორმასწორო და ქვაღორღიანია. საწყისი მონაკვეთის გავლა მანქანითაც შეიძლება, ძირითად ნაწილში კი გზა ველურ ბუნებაში შედის, ნელ-ნელა ვიწროვდება და დაბრკოლებების გადალახვა უკვე ფეხით გიწევს. რაც უფრო უახლოვდები კანიონს, მით უფრო გრილდება ჰაერი, ამიტომაც აქ მოგზაურობისთვის ზაფხული საუკეთესო დროა. დაახლოებით 700 მეტრის გავლის შემდეგ კანიონი ორ ნაწილად იყოფა. ასე აიხსნება მისი სახელიც - ორკარი. უნდა აღინიშნოს, რომ მარჯვენა მხარეს გაცილებით რთული მარშრუტია და მის გასავლელად სპეციალური ეკიპირებაა საჭირო. ზოგიერთ მონაკვეთში მეჩხერ წყალში გავლაა საჭირო. მარცხენა მხრიდან კი კანიონის მოვლა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს. ამ გზის ბოლოს ულამაზესი ჩანჩქერი დაგხვდებათ, სადაც სპეციალური კიბეა დამონტაჟებული. ორკარის კანიონი განსაკუთრებით მიმზიდველია საფეხმავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება