ორი მონადირეალექსანდრე წუწუნავას 1927 წლის ფილმი. ფილმში სკურპულოზურად არის დამუშავებული ყოფითი დეტალები, გმირთა ჩაცმულობა, სოფლის სახლის მოწყობილობა. გამოყენებულია მრავალი სპეცეფექტი და კომბინირებული გადაღება.

„ორი მონადირე“
ჟანრი ფსიქოლოგიური დრამა
დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა
როლებში კოტე მიქაბერიძე, მიხეილ გელოვანი
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 1927
ქვეყანა სსრკ
ენა მუნჯი

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ორ მონადირე ძმას ერთი ქალი შეუყვარდებათ და ერთმანეთის დაუნდობელ მტრად იქცევიან. ძმები გადაწყვეტენ წილისყრას, გამარჯვებულმა უნდა მოკლას დამარცხებული და ქალიც მას დარჩება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მახარაძე ი., „დიადი მუნჯი“, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.