ორესტიასი (ორესტიდა[1]) ან კასტორიის ტბა (ბერძ. Λίμνη Ορεστιάδα) — ტბა საბერძნეთში. მდებარეობს ვერნონის მთების მთისძირში, ზღვის დონიდან 625-630 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 28 კმ², წყლის მოცულობა დაახლოებით 100 მლნ. მ³. ტბის დასავლეთ ნაწილში განლაგებულია ტბაში ღრმად შეჭრილი ნახევარკუნძული, რომელზედაც გაშენებულია ქალაქი კასტორია. უდიდესი სიღრმე 10 მ. ტბას ერთვის 9 მცირე მდინარე. მიჩნეულია, რომ ტბა მიოცენში წარმოიქმნა, დაახლოებით 10 მლნ. წლის წინ. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შეჭრილი ნახევარკუნძულები ტბას ორ ნაწილად ყოფენ: ჩრდილოეთ (დიდ) და სამხრეთ (პატარა) ნაწილებად. მდიდარია ტბის გარშემო არსებული ფლორა და ფაუნა. ტბის სანაპიროზე გაშენებულია ეკლესია. განვითარებულია ტურიზმი.

ორესტიასი
ორესტიასის ტბა
ორესტიასის ტბა
კოორდინატები: 40°30′54″ ჩ. გ. 21°18′00″ ა. გ. / 40.51500° ჩ. გ. 21.30000° ა. გ. / 40.51500; 21.30000
მდებარეობა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 625-630 
ფართობი 28 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 10 
ორესტიასი — საბერძნეთი
ორესტიასი

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. კასტორიის პრეფექტურა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2011-07-21.