ორბი (ლათ. Gyps) — ფრინველთა გვარი ქორისნაირთა რიგისა.[1] ტანად დიდი ფრინველია. მათი სხეულის სიგრძე 1 მ აღწევს, ფრთების შლილი 2,5 მ, მასა 8 კგ. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ბუდეები როგორც წესი ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან და ზოგჯერ მცირე დაჯგუფებებს წარმოქმნიან. საქართველოში გავრცელებული ორბი მთამაღალის მკვიდრია, ცხოვრობს მთის მშრალ და ღია ლანდშაფტებში, ბუდობს კლდეებზე, ხევებსა ან ბორცვებზე. ვერტიკალურად აღწევს 3400 მეტრს. ხშირად ბუდობს კოლონიებად. დედალი დებს 1 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი 48-54 დღეს. იკვებება დიდი ცხოველების მძორით. მიუხედავად დიდი ზომისა ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ამის მიზეზი ისაა, რომ აღჭურვილია ბლაგვი ბრჭყალებითა და სუსტი ნისკარტით, რომელითაც შეუძლებელია ცხოველის ტყავის გახევა. ამიტომ მკვდარი ცხოველის ჭამას იწყებს იმ ნაწილიდან, სადაც მისი ტყავი დაზიანებულია. ცხოვრების ასეთი ნირის გამო წარმოადგენს ბუნების სანიტარს. ორბის რაოდენობა თანდათან კლებულობს. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში", როგორც სპორადულად გავრცელებული სახეობა.

ორბი

აფრიკული ორბი (Gyps africanus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  ორბი
ლათინური სახელი
Gyps (Savigny, 1809)

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ორბი&oldid=4460697“-დან