ოპერაცია კიევი — სამხედრო-ტაქტიკური ოპერაცია ჩატარებული პოლონეთის მიერ იუზეფ პილსუდსკის ხელმძღვანელობით ცენტრალური და აღმოსავლეთ უკრაინის ბოლშევიკებისთვის ჩამოსართმევად, რომელიც იმჟამად პოლიტიკურად გახლეჩილი იყო, როგორც საბჭოთა, ისე ადგილობრივი და უცხოური წარმომავლობის მოწინააღმდეგე ფრაქციებს შორის.

ოპერაციის გაცხადებული მიზანი ფორმალურად დამოუკიდებელი უკრაინის შექმნა იყო, რომელიც პოლონეთის გავლენის ქვეშ იქნებოდა, თუმცა უკრაინის მოსახლეობის ნაწილი ამ იდეას ენთუზიაზმით არ ეკიდებოდა, ვინაიდან ესეც ახალ ოკუპაციად აღიქმებოდა. შესაბამისად უკრაინის მოსახლეობის ერთი ნაწილი პოლონელების მხარეს იბრძოდა, მეორე კი ბოლშევიკების.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება