ონტკოფა, დუდღობო (Physalis) — მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ტროპიკებსა და სუბტროპიკებში 100-ზე მეტი სახეობაა ცნობილი. უმეტესობა გავრცელებულია ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში.

ონტკოფა
Physalis peruviana
Physalis peruviana
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ძაღლყურძენასებრნი
გვარი:  ონტკოფა
ლათინური სახელი
Physalis

საქართველოში 4 სახეობაა; მათგან Physalis alkekengi და პერუს ონტკოფა (Physalis peruviana) მრავალწლოვანი მცენარეებია. პირველი ველური მცენარეა. მოთეთრო გვირგვინი და ნაყოფობისას კაშკაშა წითლი ბუშტისებრი ჯამი აქვს, ნაყოფი — ნარინჯისფერი კენკრა; შეიცავს მწარე ნივთიერებას — ფიზალინს, რომელსაც ხალხურ მედიცინაში იყენებენ. მეორე — სქლად შებუსვილი მცენარეა. აქვს ყვითელი გვირგვინი, გვირგვინის ხახაში კი — მუქი იისფერი ლაქები.

ჯამი ნაყოფისას ძალიან გაბერილი და მწვანეა, ნაყოფი — მოყვითალო-მწვანე. გზადმოყოლილი მცენარეა, ნაყოფი იჭმება, დეკორატიულია. Physalis ixocarpa და Physalis angulata — ერთწლოვანებია, ესენიც გზადმოყოლილია, მათი ნაყოფიც იჭმება და დეკორატიულიცაა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ივანიშვილი მ., ქსე, ტ. 7, გვ. 537, თბ., 1984