ომი კუბის დამოუკიდებლობისათვის

ომი კუბის დამოუკიდებლობისათვის (ესპ. Guerra de Independencia cubana) — სამხედრო კონფლიქტი ესპანეთსა და კუბას შორის, რომელიც გაგრძელდა 3 წელი და დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევით და ესპანელების სრული მარცხით.

წინაპირობები რედაქტირება

1868—1878 წლებში კუბის დამოუკიდებლობისათვის ათწლიანი ომის შემდეგ დადებული ზავი გაგრძელდა 17 წელი. ამ 17 წლის განმავლობაში მოხდა ფუნდამენტური სოციალური ცვლილება კუბის საზოგადოებაში. 1886 წელს მონობის გაუქმების შემდეგ ყოფილი მონები შეუერთდნენ ფერმერების და მუშათა კლასის რიგებს. მონობის გაუქმებასთან ერთად კუბის საზოგადოების შეძლებულმა ფენამ დაკარგა თავისი ქონება და ასევე გახდა საშუალო მუშათა კლასი. შაქრის ქარხნების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ბაზარზე დარჩა რამდენიმე სამრეწველო გიგანტი. ამავე დროს ფერმერ-არენდატორთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ დროისთვის აშშ-მ დაიწყო კუბაში ინვესტიციების ჩადება, ძირითადად – შაქრის, თამბაქოს და სამთო მრეწველობაში. 1895 წლისათვის კაპიტალის შემოდინებამ მიაღწია 50 მილიონ ამერიკულ დოლარს, რაც ითვლებოდა მნიშვნელოვან თანხად იმ წლების კუბის ეკონომიკისათვის. მიუხედავად იმისა, რომ კუბა რჩებოდა ესპანეთის კოლონიად, ეკონომიკურად მთლიანად შეერთებულ შტატებზე დამოუკიდებელი გახდა. კუბა იყო აშშ-ში შაქრის ძირითადი მიმწოდებელი.

1890 წელს ესპანეთმა იმის შიშით, რომ აშშ-ს სასარგებლოდ თავის კოლონიებზე არ დაეკარგა გავლენა, 25 %-თ გაზარდა იმპორტის გადასახადი კუბაში შემოტანილ უცხოურ საქონელზე. ამის საპასუხოდ აშშ-მ გაზარდა გადასახადი თამბაქოს და შაქრის იმპორტზე, რომელიც კუბის ექსპორტის ძირითადი შემოსავალი იყო. ესპანეთის კოლონიები ეკონომიკური კატასტროფის ზღვარზე იყვნენ. ესპანეთი იძულებული გახდა წასულიყო დათმობებზე. 1891 წლის 31 ივლისში დაიდო „კაპოვასა-ფოსტერას შეთანხმება“ და ამით ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური ომი დასრულდა. მაგრამ რამდენიმ ხნის შემდეგ ამერიკული ფული და საოქნელი ისევ შეედინებოდა კუბის ბაზარზე. კუბური შაქარი თავისუფლად მიეწოდებოდა აშშ-ს.

1894 წელს ესპანეთმა გააუქმა სავაჭრო შეთანხმება კუბასა და აშშ-ს შორის. შაქარზე დააწესა გადასახადი მისი ფასის 40%-ს ოდენობით.. ამავე დროს აშშ-ს ბაზარზე დომინირებდა გერმანიიდან იმპორტირებული შაქარი. კუბაში შაქრის ფასი მკვეთრად დაეცა. ათასობით კუბელი ფერმერი გაკოტრდა. რაც უფრო მცირდებოდა შაქრის ექსპორტი, მით უფრო ღარიბდებოდა კუბის მოსახლეობა.


კუბის დამოუკიდებლობისათვის ომის სტატისტიკა რედაქტირება

ქვეყნები მოსახლეობა 1895 წ. ძალები დანაკარგები დაავადებებით
დაღუპული ჯარისკაცები
სამოქალაქო დანაკარგები
ესპანეთი 18 350 000 300 000[1] 9 413 53 440
კუბა 1 550 000 25 000 5 180 3 437 250 000[2]
საერთოდ 19 900 000 325 000 14 593 56 877 250 000
  1. აქედან 240 000 რეგულარული და 60 000 არარეგულარული ჯარი.
  2. ზოგიერთი დემოგრაფები მიიჩნევენ, რომ კუბაში მოკლული იქნა 300 000 ადამიანი (50 000 ჯარისკაცი და 250 000 სამოქალაქო პირი).

საბრძოლო მოქმედებები და დიპლომატია რედაქტირება

1895 წლის 15 თებერვალს ესპანეთმა გამოსცა ბრძანება კუბაში გენერალ-გუბერნატორთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ. ეს ბრძანება კუბაში აღიქვეს, როგორც ადრინდელი დაპირების დარღვევად, რომელითიაც მეტროპოლიის ხელისუფლება კუბელებს პირდებოდა უფრო ფართო ავტონომიას. 1895 წლის 25 თებერვალს კუბაში დაიწყო აჯანყება ესპანელთა ბატონობის წინააღმდეგ. აჯანყების მთავარი მიზანი იყო: ესპანელების განდევნა და კუბაზე სოციალიზმის დამყარება. რევოლუცია სწრაფად გახდა პოპულარული მოსახლეობაში. აჯანყების სულისჩამდგმელი იყო ხოსე მარტი. როგორც პოეტი და ჟურნალისტი ის გახდა რევოლუციის იდეოლოგიური წარმომადგენელი.

ხოსე მარტიმ პარტიზანების მცირე ჯგუფთან ერთად ორიენტეს პროვინციაში რევოლუციის დაწყება გამოაცხადა. მისი თანამოაზრეები იყვნენ მაქსიმო გომესი და ანტონიო მასეო, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ პარტიზანულ არმიას. 1895 წლის 25 მარტს ხოსე მარტიმ გამოაცხადა ცნობილი მანიფესტი. მასში ასახული იყო, თუ რა პოლიტიკა უნდა გაეტარებინა კუბას დამოუკიდებლობის მისაღწევად:

  • ომში აფრო-ამერიკელების მონაწილეობა მნიშვნელოვანია გამარჯვებისთვის;
  • ესპანელები, რომლებიც წინააღმდეგი არ არიან კუბის გაძლიერების, არ უნდა დაზარალდნენ;
  • სასოფლო კერძო საკუთრება არ უნდა იყოს დაზიანებული და გაძარცვული;
  • რევოლუციის მთავარი ამოცანა — ახალი ეკონომიკური ცხოვრების მოტანა კუბაზე.

1895 წლის აპრილში კუბაში იმყოფებოდა 20 000 ესპანელი ჯარსკაცი და კიდევ 60 000 ესპანელი და კუბელი მოხალისეები, რომლებიც იბრძოდნენ ესპანეთის მხარეს. მაგრამ იმის გამო, რომ რევოლუციას თანაუგრძნობდა კუბის სოფლების მოსახლეობა, ამბოხებულთა არმიას შეუერთდა ათობით ათასი მოხალისე. ასევე ამბოხებულთა არმიის გაძლიერებას და გაზრდაა ხელს უწყობდნენ მდიდარი კუბელები. რეპრესიების შიშის ქვეშ ისინი "ნებაყოფლობით" უშვებდნენ ომში საკუთარ მონებს და გლეხებს.

1895 წლის 19 მაისს ხოსე მარტი დაიღუპა დოს რიოსთან ბრძოლაში. მაგრამ ამით რევოლუცია არ გაჩერებულა, პირიქით ის უფრო მეტად იძენდა პოპულარობას ქვეყანაში. რთული პარტიზანული ტაქტიკის გამოყენებით, კუბელებმა 1895 წლის სექტემბერში დაიკავეს აღმოსავლეთი კუბა და გამოაცხადეს კუბის რესპუბლიკა. 1896 წლის იანვარში ესპანეთის ხელისუფლების მიერ გუბერნატორი არსენიო მარტინეს დე კამპოსი შეცვლილი იქნა გენერალ ვაილერ ი ნიკოლაუთი, რომელსაც მოგვიანებით ზედმეტსახელად უწოდეს „ყასაბი“. ვაილერ ი ნიკოლაუს მთავარი მიზანი იყო რევოლუციონერებისათვის სოფლის მხარდაჭერის წართმევა. ამისთვის შემუშავებული იქნა სპეციალური პროგრამა, რომლის თანახმადაც კუბაში ხელოვნურად შექმნეს შიმშილი. ათობით ათასი მშვიდობიანი კუბელი გარდაიცვალა შიმშილით და ავადმყოფობით. კუბურმა გაზეთბმა ატეხეს ხმაური ქვეყანაში შიმშილობის შესახებ და მოუწოდებდნენ მესამე სახელმწიფოს დახმარებისკენ. რაც შეეხება ამერიკელებს ისინი არც კუბელებს და არც ესპანელებს არ თანაუგრძნობდნენ, აშშ-ს არ სურდა თავის მეზობლად ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხილვა.

7 დეკემბერს ჰავანასთან ახლოს მუკლული იქნა ანტონიო მასეო. მაგრამ ესპანეთთან ომი გრძელდებოდა. აჯანყებულთა მთავარი პრობლემა იარაღის უკმარობა იყო. აშშ თავიდან აკავებდა გემებს, რომლებსაც უკანონოდ ჩაქონდათ კუბაში იარაღი, მაგრამ მოგვიანებით აშშ-ს მთავრობა ეხმარებოდა ანტიესპანურ მოძრაობას კუბაში. 1896 წლის 4 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნოტა გაუგზავნა ესპანეთის ელჩს ვაშინგტონში. ეს დოკუმენტი შეიცავდა წინადადებას ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას ესპანეთთან კუნძულზე დაუყონებლივ მშვიდობის დასამყარებლად. იმავე წლის ზაფხულში ფილიპინებში დაიწყო აჯანყება ესპანეთის წინააღმდეგ.

ომის დასასრული რედაქტირება

1897 წელს ესპანეთმა კუბაზე გაგზავნა 200 000 ჯარისკაცი აჯანყების ჩასახშობად. ჯარისკაცებმა შეასრულეს მათზე დაკისრებული მისია. იმავე წელს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიები შეწყდა, ხოლო „ყასაბი“ ვეილერა ი ნიკოლაუ მოხსნეს მეთაურის პოსტიდან.

შეერთებული შტატების პრესაში გაჩნდა სტატიები, რომელთა უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ ესპანეთის მთავრობა განზრახ შიმშილით კლავდა კუბას. 1898 წლის 15 თებერვალს კატარღა „USS Maine (ACR-1)“-ზე, რომელიც მიცურავდა ჰავანაში, მოხდა ძლიერი აფეთქება. შედეგად 266 ამერიკის მოქალაქე დაიღუპა. ამერიკული გაზეთები ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ესპანეთის პროვოკაცია. დღენდე უცნობია აფეთქების ზუსტი მიზეზი. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ წამოიწყო ფართო პროპაგანდა ესპანეთის კოლონიებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყებების მხარდასაჭერად. 1989 წლის 25 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომი გამოუცხადა ესპანეთს (იხ. ესპანეთ-ამერიკის ომი). ამერიკელებმა კუბიდან და ფილიპინებიდან ძალიან სწრაფად განდევნეს ესპანელები.

1898 წლის 10 დეკემბერს პარიზის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით ესპანეთმა სამუდამოდ დატოვა კუბა და ფილიპინები.


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • დიპლომატიის ისტორია. ტომი II. - მოსკოვი: პოლიტიკური ლიტერატურა, 1959. - გვ. 383-387