ომარ კელაპტრიშვილი

ქართველი მუსიკოსი

ომარ კელაპტრიშვილი (დ. 1 იანვარი, 1943, კავთისხევი, კასპის რაიონი — გ. 16 აგვისტო, 1992) — ქართველი მუსიკოსი. საქართველოს სახალხო არტისტი (1990).[1]

ომარ კელაპტრიშვილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ომარ კელაპტრიშვილი
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1943
დაბ. ადგილი კავთისხევი, საქართველოს სსრ, სსრკ
წარმოშობა საქართველოს დროშა საქართველო
გარდ. თარიღი 16 აგვისტო, 1992 (49 წლის)
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მომღერალი

ბიოგრაფია რედაქტირება

ომარ კელაპტრიშვილი დაიბადა 1943 წლის 1 იანვარს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში. 1964 წელს დაამთავრა სერგო ზაქარიაძის სახელობის თბილისის კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებელი. 1971–1972 წლებში სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. საერთაშორისო ფესტივალების (1970, ქ. კონფოლანი, საფრანგეთი, 1980, 1990, ქ. კიოლნი, გერმანია) ლაურეატი, პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი.

მისი სახელი მინიჭებული აქვს კავთისხევის საჯარო სკოლას. თბილისში, საცხოვრებელ სახლზე გაკრულია მემორიალური დაფა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერიც მისი სახელობისაა, იქვე აღმართულია ბიუსტი. მისი ბიუსტი ასევე აღმართულია კასპის კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე.[2]

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 616.
  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2007, გვ. 133

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1990. №9. გვ. 17
  2. ომარ კელაპტრიშვილი