ოლხონი (რუს. Ольхон) — კუნძული ბაიკალის ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ფართობი 730 კმ². სიგრძე 71 კმ, სიგანე 12 კმ. სიმაღლე 1276 მ-დე. ნაპირისგან გამოყოფილია მცირე ზღვითა და ოლხონის ჭიშკრით. აგებულია არქეული გნაისებით, მარმარილოთი, კვარციტებითა და გრანიტებით. ლანდშაფტურად მრავალფეროვანია: გამოიყოფა სტეპისა და ტაიგის ურთიერთშეხამება, გვხვდება აგრეთვე პატარა უდაბნო მხარე. ჩრდილოეთ ნაწილში არის ფოთლოვანი ტაიგა, სამხრეთით — სტეპი. დამახასიათებელია ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც სარმას სახელწოდებითაა ცნობილი. კუნძულზე წლის განმავლობაში მოღრუბლულ დღეთა რაოდენობა 48-ის ტოლია. სანაპირო რაიონზე გავლენას ახდენს ბაიკალის ტბის წყლის მასა. ზამთარი რბილია, ზაფხული გრილი. სულ ოლხონზე არის დაახლოებით 8 დასახლებული პუნქტი, რომელთა დიდ ნაწილი მდებარეობს კუნძულის დასავლეთ ნაწილში. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია ხუჟირი (დაახლოებით 1200 მცხ.). დასახლებულია რუსებითა და ბურიატებით, ძირითადად მეთევზეებით. მდიდარია არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობებით. განვითარებულია ტურიზმი.

ოლხონი
გეოგრაფია
მდებარეობა ბაიკალი
კოორდინატები 53°09′24″ ჩ. გ. 107°23′01″ დ. გ. / 53.15667° ჩ. გ. 107.38361° დ. გ. / 53.15667; -107.38361
ფართობი 730 კმ²
სიგრძე 71 კმ
სიგანე 12 კმ
უმაღლესი წერტილი 1276 მ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება