ოთომი (ესპ. Otomi) — ცენტრალური მექსიკის ერთ-ერთი ძირითადი ინდიური ერი. ამჟამად ოთომის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს მექსიკის ტლასკალისა და გუანახუატოს შტატებში. ოთომის ზოგიერთი ჯგუფი საკუთარ თავს „ჰნიაჰნიუს“ (Hñähñu) უწოდებს, მაგრამ ეს თვითდასახელება დამოკიდებულია ოთომის ენის გამოყენებულ სახეობაზე.

ოთომი
საერთო მოსახლეობა
300 000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ოთომი, ესპანური ენა
რელიგიები კათოლიციზმი

ოფიციალური რელიგია — კათოლიციზმი, ასევე გავრცელებულია ქრისტიანული ზეგავლენის მქონე ტრადიციული სარწმუნოებები.

ისტორია რედაქტირება

ოთომის დედაქალაქი შალტოკანი ტბა ტესკოკოს ჩრდილოეთით მდებარეობს. დაახლოებით 1399 წელს ოთომი დაიპყრეს აცტეკებმა, რომლებიც შემდგომ მათ დაქირავებულ მებრძოლებად იყენებდნენ. ტლასკალანელი ოთომი იყო პირველი, რომელიც შეებრძოლა ესპანელთა ჯარს. ოთომის რაზმების დამარცხების შემდეგ, ბევრი ტომი გამოეყო აცტეკებს და კონკისტადორებს შეუერთდა. ზოგიერთი ტომი შალტოკანის დასაცავად დარჩა. მოგვიანებით ის ესპანელებმა დაიპყრეს.

ენა რედაქტირება

 
მექსიკის უბნები, სადაც გამოიყენება ოთომის ენა

ოთომის ენა ოტო-მანგური ოჯახის დასავლეთ განშტოების ოტო-პამეს ჯგუფს ეკუთვნის. ოტო-მანგურ ოჯახში ასევე ერთიანდებიან მექსიკის მსხვილი ენები: მასაუა, მიჰტეკური, საპოტეკური, ჩინაკტეკური, ტლაპანეკური, მასატექსური და სხვა.

ოთომის ინდიელები ვალე-დე-მასკიტალიდან საუბრობენ nHa:nHu დიალექტზე, ხოლო სამხრეთ ოთომი კერეტაროდან nHa:nHo-ზე. ენის მატარებლების საერთო რაოდენობაა 300 ათასი ადამიანი, აქედან 5-6% ფლობს მხოლოდ ამ ენას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება