ოთარ დავითის ძე გოცირიძე (დ. 15 ოქტომბერი, 1919, ქუთაისი, — გ. 7 მარტი, 2010, მოსკოვი) — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მოხელე, გენერალ-მაიორი (1966).

დაამთავრა მოსკოვის ნიკოლოზ ბაუმანის სახელობის მანქანათსამშენებლო ინსტიტუტი (1941). მუშაობდა იჟევსკის იარაღის ქარხანაში. 1951–1953 წლებში იყო გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1953–1954 წლებში — საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, 1954–1956 წლებში — მდივანი, 1956–1963 წლებში — აფხაზეთის ასსრ კომუნისტური პარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი და საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, 1970–1989 წლებში — საბჭოთა კავშირის საგეგმო კომიტეტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1991–2010 წლებში ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და პრეზიდიუმის წევრი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება