ოდრი ჰეპბერნი

ბრიტანელი მსახიობი

ოდრი ჰეპბერნი, ნამდვილი სახელი ოდრი კეთლინ რასტონი (/ˈɔːdri ˈhɛpˌbɜrn/, ინგლ. Audrey Hepburn, Audrey Kathleen Hepburn-Ruston; დ. 4 მაისი, 1929 — გ. 20 იანვარი, 1993) — ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი.

ოდრი ჰეპბერნი
დაბადების სახელი ოდრი ქეთლინ რასტონი
დაბადების თარიღი 4 მაისი, 1929
ბრიუსელი, ბელგია
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1993 (63 წლის)
ტოლოშენაზი, შვეიცარია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1948-1989
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში

რომაული არდადეგები (1953)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

რომაული არდადეგები (1953)
საიტი

ბიოგრაფია რედაქტირება

ოდრი კეთლინ რასტონი დაიბადა ბრიუსელში (ბელგია) და ერთადერთი შვილი იყო ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში. მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი, და შედეგად ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა. მას დედის ჰოლანდიელ დიდგვაროვანზე პირველი ქორწინებიდან ორი ნახევარძმა, ალექსანდრე და იან ქარლეს ვან უფროდი ჰყავდა.

ჰეპბერნი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, ენამახვილობითა და მომხიბლავი პერსონით, რომლის ცხოვრებისეული ფილოსოფია სხვების საკუთარი თავის წინ დაყენება იყო. ხასიათის ეს თვისება მან განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში გამოამჟღავნა იუნისეფთან თანამშრომლობის წლებში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1953 რომაული არდადეგები Roman Holiday პრინცესა ანა
1954 საბრინა Sabrina საბრინა ფეირჩაილდი
1956 ომი და მშვიდობა War and Peace ნატაშა როსტოვა
1957 სიყვარული შუადღის შემდეგ Love in the Afternoon არიან ჩავაზი
1959 ისტორია მონაზონზე The Nun's Story და ლუკი
1961 საუზმე ტიფანისთან Breakfast at Tiffany's ჰოლი გოლაითლი
1963 შარადა Charade რეჯინა ლამპერტი
1964 ჩემი მშვენიერი ლედი My Fair Lady ელიზა დულიტლი
1966 როგორ მოვიპარო მილიონი How to Steal a Million ნიკოლ ბონე
1967 ორნი გზაზე Two for the Road ჯოანა უოლასი
1967 დაელოდე დაბნელებას Wait Until Dark სიუზი ჰენდრიქსი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: