ოდა ნობუნაგა (დ. 23 ივნისი, 1534 — გ. 21 ივნისი, 1582), იაპონელი მხედართმთავარი, ქვეყნის გამაერთიანებელთაგან (ოდა, ტოიოტომი ჰიდეიოსი, ტოკუგავა იეიასუ) პირველი. განაგებდა პატარა სამთავროს ოვარის პროვინციაში. 1558 წელს დაიწყო ბრძოლა მეზობელ ფეოდალურ მთავრებთან. 1573 წელს ჩამოაგდო ასიკაგას დინასტიის უკანასკნელი სიოგუნი. 1582 წელს გააერთიანა ქვეყნის თითქმის ერთი მესამედი. ებრძოდა ბუდისტურ სამღვდელოებას. 1570-იდან დაუნდობლად იბრძოდა იკოს სექტის წინააღმდეგ, რომელსაც ემხრობოდნენ მოსახლეობის ფართო მასები. ფეოდალური წესების განსამტკიცებლად დაიწყო მიწების კადასტრული აღწერა, მოსპო შიდა საგუშაგოები, შემოიღო ფულის ერთიანი ერთეული, გაჰყავდა გზები. მოკლა მისმა ერთ-ერთმა უახლოესმა თანამებრძოლმა აკეტი მიცუჰიდემ.

ოდა ნობუნაგა

ლიტერატურა რედაქტირება