ოგიუსტ როდენის ქუჩა
ოგიუსტ როდენის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (ვერე); პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან გიორგი ქუჩიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის 1897 წლის გეგმაზე დატანილია როგორც წყნეთის შესახვევი. 1925 წელს იაკობ ნიკოლაძის წინადადებით ოგიუსტ როდენის სახელი დაერქვა. №6-ში გახსნილია იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.
ოგიუსტ როდენის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | ვერე |
წინა სახელები | წყნეთის შესახვევი |
ლიტერატურა რედაქტირება
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 145, ISBN 978-99928-20-35-3.