ნ–1 (რუს. Н-1, Носитель-1) — საბჭოთა რაკეტა-მატარებელი, რომელიც 60-იან წლებში თავდაპირველად მუშავდებოდა, როგორც ორბიტაზე მძიმე ტვირთების გამტანი რაკეტა, ხოლო 1964 წლიდან საბჭოთა მთვარის პროგრამის ძირითადი საფუძველი გახდა. ყველა მისი გაშვება წარუმატებელი გამოდგა.

ტექნიკური მონაცემები რედაქტირება

  • მასა – 2788 ტონა,
  • სიმაღლე – 105 მეტრი,
  • საწვავი – ნავთი,
  • მჟანგველი – თხევადი ჟანგბადი,
  • საფეხურების რაოდენობა – 3,
  • დიამეტრი – 16 მეტრი,
  • სასარგებლო ტვირთი (საბოლოო გეგმის მიხედვით) – 90 ტონა (200 კილომეტრიან ორბიტაზე).

პირველი გაშვება რედაქტირება

კომპლექს ნ1–ლ3 პირველი გაშვება 1969 წლის 21 თებერვალს წარუმატებლად დამთავრდა პირველ საფეხურში №2 ძრავის ხანძრის და ძრავათა კონტროლის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, რომელმაც გაფრენიდან 68,7 წამის მერე გასცა ძრავების გამორთვის მცდარი ბრძანება. რაკეტა აფეთქდა 12,200 მეტრ სიმაღლეზე, აფრენილან 69 წამის შემდეგ.

მეორე გაშვება რედაქტირება

მეორედ ნ1 გაუშვეს 1969 წლის 3 ივლისს. პრაქტიკულად აფრენისთანავე რაკეტა პირველი საფეხურის № 8 ძრავის არასწორი მუშაობის გამო რაკეტა აფეთქდა. ეს იყო რაკეტების ისტორიაში უძლიერესი აფეთქება, რომელმაც მთლიანად გაანადგურა სასტარტო მოედანი.

მესამე გაშვება რედაქტირება

მესამეჯერ ნ1 გაუშვეს 1971 წლის 27 ივნისს. აფრენისთანავე რაკეტამ ბრუნვა დაიწყო და 51 წამის მერე აფეთქდა.

მეოთხე გაშვება რედაქტირება

მეოთხეჯერ ნ1 გაუშვეს 1972 წლის 23 ნოემბერს. რაკეტამ კარგად იფრინა 106,93 წამი, მაგრამ პირველი საფეხურის გამოყოფამდე 7 წამით ადრე მეოთხე ძრავის მჟანგველის ტუმბო განადგურდა, რასაც რაკეტის ლიკვიდაცია მოჰყვა.

წარუმატებლობის მიზეზები რედაქტირება

წარუმატებლობის ძირითად მიზეზად მიჩნეულია სწორედ ძრავების მეტისმეტად დიდი რაოდენობა – 30.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება