ნუნისისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ზვარის თემი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ნუნისისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 , ხარაგაულიდან 27 კმ. უახლოეს რკინიგზის სადგურ მოლითიდან 7 კმ.

სოფელი
ნუნისი

ნუნისის ჩანჩქერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი ზვარე
კოორდინატები 41°57′20″ ჩ. გ. 43°24′20″ ა. გ. / 41.95556° ჩ. გ. 43.40556° ა. გ. / 41.95556; 43.40556
ცენტრის სიმაღლე 920
მოსახლეობა 48[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნუნისი — საქართველო
ნუნისი
ნუნისი — იმერეთის მხარე
ნუნისი

სოფელში დგას ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია.

ეტიმოლოგია რედაქტირება

ნუნისის წყლით ადრე მოსახლეობა კანის დაავადებას - მუნს მკურნალობდა, ამიტომ სოფელს მუნისი დაერქვა, შემდეგ სახელწოდება შეეცვალა და ნუნისი ეწოდა.

ისტორია რედაქტირება

სოფელ ნუნისს დიდი ხნის ისტორია აქვს[2]. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი[3].

ნუნისის აღმოჩენის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს[4]. ერთ-ერთი მთავარი მათგანი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. ლეგენდა მოგვითხობს, რომ დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. დაღლილ სახედრებს კანი მთლიანად გადატყაული ჰქონდათ, როდესაც პირუტყვები ნუნისის წყალში შესულან, ჩაწოლილან და დიდხანს ვერ აუყენებიათ. წყალს მათი დაწყლულებული კანი მალე განუკურნავს. დავითს სოფელი მოსწონებია და იქ ეკლესიის აგება უბრძანებია.

1989 წელს სოფელში ჩამოყალიბდა ჯგუფი „იბერიონთა საძმო“. მისი ხელმძღვანელი იყო გიორგი მაზიაშვილი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებდა გიორგი იონთა იბერიონს. ის ამტკიცებდა, რომ მას გამოეცხადა შიო მღვიმელი და აუწყა, რომ ნუნისი არის საქართველოს გეოგრაფიული შუაგული, რომ ნუნისის „ბერთა კლდის“ სიღრმეში არის მიწისქვეშა ქალაქი, სადაც დამარხულია ბიბლიაში ლაზარედ წოდებული წიგნი, რომელიც ელოდება მზის სინათლეს. „იბერიონთა საძმოს“ კიდევ ერთი წევრი, გივი ალაზნისპირელი ამტკიცებდა, რომ ნუნისის გამოქვაბული არის ნოეს კიდობანი, ნუნისში გადის დედამიწის მაგნიტური ველი და ის ადგილი მსოფლიოს ცენტრია, სწორედ აქ ეცემა კოსმიური სვეტი, რომელიც წარღვნას გაქცეულ ხალხს ჟანგბადით ამარაგებდა. გამოქვაბულის გახსნის და მისგან წიგნის ამოღების დღე რამდენჯერმე დაინიშნა. ნუნისში მრავალი ადამიანი ჩავიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მაგრამ გიორგი იონთა იბერიონმა გადამწყვეტ მომენტში უარი თქვა გამოქვაბულის გახსნაზე.[5]

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 48 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[6] 62 33 29
2014[1]   48 30 18

კურორტი რედაქტირება

ამ ადგილას მდებარეობს გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი “სამთა ნუნისი”, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი.

კურორტი არსებობს 1856 წლიდან. ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური) წყლებით. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ[7]. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი ასევე სამკურნალოა და ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.

გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ამონარიდი ძველი გაზეთიდან, ოფიციალური საიტი.
  3. ნუნისის წყალი, ოფიციალური საიტი.
  4. ნუნისის ისტორია, ოფიციალური საიტი.
  5. პაპუაშვილი ნ., „რელიგიურობის ისტორიიდან საქართველოში“ // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 46-47, ISBN 978-9941-0-0902-0.
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  7. დაავადებები, ოფიციალური საიტი.