ნუმეა (ფრანგ. Nouméa) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის ახალი კალედონიის დედაქალაქი. პორტი წყნარი ოკეანის სანაპიროზე. ქალაქის მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით შეადგენს 97 579 კაცს[1]. აგლომერაცია — 163 723 კაცი (2009). ქალაქის ფართობი — 45,7 კმ²[1]. მანძილი ნუმეადან პარიზამდე 16 758 კილომეტრია.

დედაქალაქი
ნუმეა
ფრანგ. Nouméa
გერბი

ქვეყანა ახალი კალედონიის დროშა ახალი კალედონია
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 22°16′33″ ს. გ. 166°27′29″ ა. გ. / 22.27583° ს. გ. 166.45806° ა. გ. / -22.27583; 166.45806
ქალაქის მერი ჟან ლეკე (Jean Lèques)
ფართობი 45,7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 167
მოსახლეობა 97 579 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 2135,21 კაცი/კმ²
აგლომერაცია 163 723
ეროვნული შემადგენლობა ევროპელები — 50,9 %
კანაკები — 22,9 %
პოლინეზიელები — 12,3 %
სხვა — 13,9 %
სასაათო სარტყელი UTC+11
საფოსტო ინდექსი 98818/98800
ოფიციალური საიტი ville-noumea.nc
ნუმეა — ახალი კალედონია
ნუმეა

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქი გაშენებულია გორაკებიან ნახევარკუნძულზე ახალი კალედონიის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის ბოლოსთან ახლოს, რომელიც, თავის მხრივ, მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება მონ-დორის, ხოლო ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით დუმბეას მუნიციპალიტეტებს, რომლებიც ქალაქ ნუმეასთან ერთად ქმნიან დიდი ნუმეას აგლომერაციას.

ლანდშაფტი ძირითადად აგებულია ეოცენური ფლიშური დანალექებით, აგრეთვე ქვიშაქვებით, კირქვებითა და ცარცული ქანებით. დიდი ნუმეას სანაპირო ხაზი შედგება ვულკანის ნალექებისაგან, რომელიც ეკუთვნის იურული სისტემის პერიოდს.[2] რელიეფი შედგება რამდენიმე გორაკისაგან, ყველაზე მაღალი მათ შორის არის მონტრაველის პიკი — 167 მეტრი ზღვის დონიდან.

ისტორია რედაქტირება

ბრიტანელი ჯეიმზ პადონი იყო პირველი ევროპელი, რომელმაც 1851 წელს დღევანდელი ნუმეას შემოგარენთან დააარსა დასახლება. კუნძულზე კონტროლის დაკარგვის შიშით ფრანგებმაც იქვე ახლოს 1854 წელს შექმნეს თავისი დასახლება. თავიდან ამ დასახლებას ერქვა პორტ-დე-ფრანსი, მაგრამ მოგვიანებით, 1866 წელს მას უწოდეს ნუმეა. თავიდან ის გამოიყენებოდა, როგორც გამოსასწორებელი კოლონია, მაგრამ შემდგომში იგი გახდა ნიკელისა და ოქროს გადამამუშავებელი ცენტრი, რომლებიც იქვე ახლოს მოიპოვებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნუმეა გამოიყენებოდა, როგორც აშშ-ის არმიის შტაბი წყნარ ოკეანეში. ეს ხუთმხრიანი არმიის შენობის კომპლექსი ომის შემდეგ გახდა ისეთი რეგიონალური სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების ჩამოყალიბების საფუძველი, როგორიცაა სამხრეთ წყნარი ოკეანეთის კომისია, რომელსაც შემდგომში ეწოდა წყნარი ოკეანის თანამეგობრობის სამდივნო.

დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება