ნუევო-ლარედო (ესპ. Nuevo Laredo) — ქალაქი მექსიკაში, ტამაულიპასის შტატში, ნუევო-ლარედოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიო-გრანდეს ნაპირზე, აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ლარედოს მოპირდაპირედ.

ქალაქი
ნუევო-ლარედო
Nuevo Laredo
გერბი

ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შტატი ტამაულიპასი
კოორდინატები 27°29′10″ ჩ. გ. 99°30′25″ დ. გ. / 27.48611° ჩ. გ. 99.50694° დ. გ. / 27.48611; -99.50694
დაარსდა 1847
ფართობი 1 334,02 კმ²
ცენტრის სიმაღლე 130 მეტრი
მოსახლეობა 373 725 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
სატელეფონო კოდი 867
საფოსტო ინდექსი 88000
ოფიციალური საიტი nuevolaredo.gob.mx
Map of Mexico Demis.png
Map of Mexico Demis.png

2010 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 373 725 ადამიანს შეადგენს.[1] მიეკუთვნება ლარედო-ნუევო-ლარედოს მეტროპოლიას, რომლის მოსახლეობაც 636 516-ს აღწევს. მუნიციპალიტეტის ფართობი 1 334,02 კმ²-ია. ქალაქიცა და მუნიციპალიტეტიც შტატში სიდიდით მესამე ადგილზეა.

აშშ-ის ქალაქ ლარედოსთან დაკავშირებულია მდინარე რიო-გრანდეზე გადებული სამი საერთაშორისო ხიდითა და ერთი სარკინიგზო ხიდით. იგი ამერიკელ სეხნიაზე დიდია, მაგრამ უფრო ახალგაზრდა. დაარსდა მას შემდეგ, რაც ტეხასის რესპუბლიკა მექსიკას გამოეყო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება