ნორმან რობერტ ფოსტერის, (ლორდი ფოსტერი) ბარონი ფოსტერი თემზის სანაპიროსი (დ. 1 ივნისი, 1935, მანჩესტერი, ინგლისი) — ბრიტანელი არქიტექტორი.

ნორმან ფოსტერი

დაიბადა მანჩესტერში; განათლება მანჩესტერისა და იელის უნივერსიტეტებში მიიღო. თავდაპირველად ბაკმინსტერ ფულერთან მუშაობდა, რიჩარდ როჯერსთან შეხვედრის შემდეგ კი „გუნდი 4“-ში გადავიდა, ხოლო 1967 წლიდან კი „ფოსტერ ასოშიეტს“ აყალიბებს.

თავდაპირველად მისი დიზიანი სტილიზებული, მანქანური ჰაი-ტექის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, თუმცა შემდგომში ის უფრო ჰაეროვან, სადა და იოლად აღსაქმელ სწორკუთხა მოდერნიზმზე გადადის.

ლორდ ფოსტერს ბრიტანეთში ბევრი გაზვიადებულად უბერ- ან სუპერვარსკვლავ-არქიტექტორს უწოდებს, იმ ბრალდებით რომ ზოგიერთ არქიტექტორს უპირატესი სტატუსი ენიჭებათ მათი პოპულარობის გამო.

პროექტები რედაქტირება

 
არმადილო, კლაიდის აუდიტორიუმი გლაზგოში
 
ლონდონის გერკინი, სენტ-მერი აქსის #30
 
რესტავრირებული რაიხსტაგის ახალი თაღი

ლორდ ფოსტერს წარმატებული კარიერა შემდეგმა პროექტებმა მოუტანა: