ნორბერტ ვინერი (ინგლ. Norbert Wiener; დ. 26 ნოემბერი, 1894, კოლუმბია, მისური — გ. 18 მარტი, 1964, სტოკჰოლმი) — ამერიკელი მათემატიკოსი. ფუნდამენტურ ნაშრომ „კიბერნეტიკაში“ მოახდინა ახალი მეცნიერების, კიბერნეტიკის ძირითადი ამოცანების ფორმულირება. იგი არის ავტორი სამეცნიერო შრომებისა მათემატიკურ ანალიზში, ალბათობის თეორიაში, ელექტრულ წრედებში და გამოთვლით ტექნიკაში.

ნორბერტ ვინერი

საწვლობდა ტაფტს–კოლეჯში, კორნუელის, ჰარვარდის, კემბრიჯის, გეტინგენისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. იყო გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული მათემატიკოსი, 1919 წელს გახდა პროფესორის ასისტენტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, 1932-1960 წლებში კი იქვე ეკავა პროფესორის თანამდებობა.

მეორე მსოფლიო ომის დროს დაკავებული იყო კვლევებით საჰაერო თავდაცვის სფეროში, იგი დაინტერესდა ავტომატური გათვლებით და უკუკავშირის თეორიით. საბოლოოდ ნორბერტ ვინერმა ჩამოაყალიბა ახალი მეცნიერების, კიბერნეტიკის ამოსავალი დებულებები, რომლის შესწავლის საგნადაც იგი განიხილავდა მართვას, კავშირს, ინფორმაციის გადაცემასა და დამუშავებას ტექნიკაში, ცოცხალ ორგანიზმებსა და ადამიანთა საზოგადოებაში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bluma, Lars: Norbert Wiener und die Entstehung der Kybernetik im Zweiten Weltkrieg, Münster 2005.
  • Galison, Peter: Die Ontologie des Feindes. Norbert Wiener und die Vision der Kybernetik, in: Rheinberger, Hans-Jörg et. alt. (Hg.): Räume des Wissens. Repräsentation, Codierung, Spur, Berlin 1997, S. 281-324.
  • Heims, Steve J.: John von Neumann and Norbert Wiener: From Mathematics to the Technologies of Life and Death, 3. Aufl., Cambridge 1980.
  • Heims, Steve J.: Constructing a Social Science for Postwar America. The Cybernetics Group, 1946-1953, Cambridge/London 1993.
  • Ilgauds, Hans Joachim: Norbert Wiener, Leipzig 1980.
  • Masani, P. Rustom: Norbert Wiener, 1894-1964, Basel 1990.
  • Bulletin AMS 1966 mit verschiedenen Aufsätzen von Wiener, u.a. Biographie von Norman Levinson