ნორატუსის ღვთისმშობლის ეკლესია

ნორატუსის ღვთისმშობლის ეკლესია (სომხ. Սուրբ Աստվածածին եկեղեցի) — ეკლესია სომხეთში. მდებარეობს გეღარქუნიქის პროვინციის სოფელ ნორატუსში.

ნორატუსის ღვთისმშობლის ეკლესია
ნორატუსის ღვთისმშობლის ეკლესია — სომხეთი
ნორატუსის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტი გეღარქუნიქის პროვინცია
ადგილმდებარეობა ნორატუსი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კუპელჰალე
თარიღდება IX საუკუნე
დეტალები

სურბ-ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ეკლესია მდებარეობს სოფელ ნორატუსის ცენტრში. სამშენებლო წარწერის მიხედვით ტაძარი ააგო საჰაკ გეღაქუნიქელმა. იგი კლასიკური კუპელჰალეს სტილის ტაძარია. XIV საუკუნეში ტაძარი დაანგრიეს სპარსელებმა, ხოლო აღადგინეს XV საუკუნეში.

ეკლესიის გარშემო მრავალი ხაჩქარია. მათგან ყველაზე უძველესი 996 წელს განეკუთვნება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება