ნოდარ ჯობავა (დ. 20 მაისი, 1938, სოფ. დიდინეძი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ივნისი, 1991) — ქართველი ინჟინერი. მინიჭებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული მშენებელ-ინჟინრის საპატიო წოდება.

ნოდარ ჯობავა
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1938
სოფ. დიდინეძი, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 18 ივნისი, 1991 (53 წლის)
საქმიანობა ინჟინერი

ბიოგრაფია რედაქტირება

  • 1967–1969 წლებში იყო თბილისის საშენ მასალათა დამუშავების კომბინატის მთავარი ინჟინერი, შემდეგ დირექტორი.
  • 1969–1974 წლებში იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის „ბაკურიანმშენის“ უფროსი.
  • 1974–1979 წლებში იყო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული სპორტნაგებობების მშენებლობის უფროსი.
  • 1985–1990 წლებში საქართველოს სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს სპეციალიზებული სამშენებლო-სარემონტო ტრესტ „საქოლიმპიადმშენის“ მმართველი.
  • 1990 წელს აირჩიეს ზუგდიდის რაიონის ადგილობრივი საკრებულოს წევრად.

გარდაიცვალა 1991 წლის 18 ივნისს; დაკრძალულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გაზეთი „თბილისი“ №120 (11432) 24 ივნისი. 1991 წ.
  • საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს გაზეთი „ლელო“ 25 ივნისი №117 (10 530) 1991 წ.
  • გაზეთი „ოდიში“ 25 ივნისი №75 (10468) 1991 წ.
  • გაზეთი „კოლხეთი“ 1-9 მაისი №14 (9110) 2005 წ.