ნოდარ ლომიძე

ქართველი ექიმი და მეცნიერი.

ნოდარ ლომიძე (დ. 29 თებერვალი, 1948, ქუთაისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1975-1978 წლებში იყო ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1979-1979 წლებში თბილისის N1 პოლიკლინიკის ექიმი-ქირურგი. 1979-1980 წლებში რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი. 1980-1989 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი, 1992-1993 წლებში კათედრის დოცენტი. 1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1993-1995 წლებში ამავე უნივერსიტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი, 1994-1998 წლებში უნივერსიტეტის პრორექტორი. 1995-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ჰოსპიტალური ქირურგიის) ქირურგიულ სნეულებათა N1 კათედრის გამგე. 2002 წლიდან თბილისის სახლმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური კლინიკის ქირურგიულ სნეულებათა დეპარტამეწნტის, ხოლო 2006 წლიდან — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2006–2007 წლებში აკადემია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში. 2007 წლიდან აკადემია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტალური საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული სამსახურის უფროსი. 2008 წლიდან ქალაქი თბილისის მე-4 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი. 1991 წელს მიღებული აქვს ლაპაროსტომიის მეთოდის დანერგვისთვის და საპატიო სიგელი გამოგონებისთვის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ადამიანის გვირგვინოვანი არტერიების კედლის ასაკობრივი ცვლილებები“, დაიცვა 1987 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „გეგმიური რელაპაროტომია და ჩანაცვლებითი პლაზმაფერები მწვავე გავრცელებული პერიტონიტის მკურნალობის კომპლექსში“, დაიცვა 1992 წელს.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ღია და ლაპაროსკოპული პროთეზირებადი თიაქარპლასტიკა, თბილისი, ცოდნის წყარო, 2009, გვ. 195
  • Возрастные изменения строения стенок венечных артерий человека, Тбилиси, Мецниереба, 1980, с. 95

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება