ნიჩაბფეხა ბაყაყისებრნი (ლათ. Rhacophorus) — უკუდო ამფიბიების ოჯახი. ბაყაყისებრთაგან განსხვავებით თითების ბოლო და ბოლოსწინა ფალანგებს შორის ჩართული აქვთ განსაკუთრებული ხრტილი. ოჯახში 17 (სხვა მონაცემებით 10) გვარია, რომელიც 400-მდე სახეობას მოიცავს. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში, მაგადასკარსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ზონდის არქიპელაგის კუნძულებზე. უმრავლესობა მეხეურ ცხოვრებას ეწევა. აღსანიშნავია კუნძულ იავასა და კალიმანტაზე მობინადრე მფრინავი ბაყაყი (Rhacophorus nigropalmatus), რომელსაც თითებს შორის აქვს ძლიერ განვითარებული საცურაო აპკი, რაც მას 10-12 მ მანძილზე ლივლივით დაშვების საშუალებას აძლევს.
- მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ. 7, გვ. 454, თბ., 1984