ნიუ ჰორაიზონსი (ინგლ. New Horizons, ახალი ჰორიზონტები) — პირველი ამერიკული პლანეტშორისი აპარატი, რომელიც ნასამ „ახალი საზღვრების“ პროგრამის ფარგლებში პლუტონისა და მისი თანამგზავრის — ქარონის შესასწავლად გაუშვა.[1]

ნიუ ჰორაიზონსი
მისიის ტიპი პლანეტშორისი
ოპერატორი ნასა
NSSDC ID 2006-001A
SCN 28928
მისიის ხანგრძლივობა 9,5 წელი
ორბიტები

იუპიტერი - 2007 წლის 28 თებერვალი (2,3 მილიონი კმ)

პლუტონი - 2015 წლის 14 ივლისი (12 500 კმ)
სტატუსი აქტიური
ტექნიკური მახასიათებლები
დატვირთულის მასა 478 კგ
მწარმოებელი APL/SwRI
სიმძლავრე 245 ვატი
კვების წყაროები რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 2006 წლის 19 იანვარი
გაშვების ადგილი აშშ, კენედის კოსმოსური ცენტრი
რაკეტა-მატარებელი Atlas V
ნიუ ჰორაიზონსიდან დანახული პლუტონი
პლუტონს ამოფარებული მზე

აპარატი 2006 წლის 19 იანვარს გაეშვა, მომდევნო წელს იუპიტერის მახლობლად გრავიტაციული მანევრი შეასრულა და პლუტონისაკენ გაემართა. ნიუ-ჰორაიზონსმა ციურ სხეულს 2015 წლის ივლისში მიუახლოვდა და მის შესწავლას შეუდგა. აპარატის სამეცნიერო მისიის სრული ხანგრძლივობა 15-17 წელს შეადგენს.

ნიუ ჰორაიზონსმა დედამიწა სხვა აპარატებთან შედარებით ყველაზე დიდი სიჩქარით დატოვა. იუპიტერის მახლობლად ჩაფრენისას აპარატის სიჩქარე 45 კმ/წმ-ს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ნიუ ჰორაიზონსი ვოიაჯერებს ვერასდროს დაეწევა.[2]

გარდა სამეცნიერო აღჭურვილობისა, ნიუ ჰორაიზონსზე პლუტონის აღმომჩენის — კლაიდ ტომბოს ფერფლის ნაწილია.

ისტორია რედაქტირება

მას შემდეგ, რაც 1989 წლის აგვისტოში ვოიაჯერ-2 ნეპტუნს ეწვია, პლუტონი მზის სისტემის უკანასკნელ შეუსწავლელ პლანეტად დარჩა. სავარაუდო მისიის უმთავრეს ამოცანად პლუტონისა და მისი თანამგზავრის — ქარონისა და კოიპერის სარტყელის შესწავლა განისაზღვრა. 90-იანი წლების დასაწყისში ნასა შესაბამისი აპარატის შესაქმნელად აქტიურად მუშაობდა და სავარაუდო კონცეპტიც შექმნა. მეცნიერების გათვლით, პროექტის ღირებულება დაახლოებით $400 მილიონით ფასდებოდა, ხოლო აპარატი პლუტონს 7-8 წელიწადში მიაღწევდა. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, სხვადასხვა მიზეზის გამო აპარატის გაშვება 2006 წლამდე გადაიდო.[3][4][5]

  • აპარატის აწყობა 2004–2005 წლებში მიმდინარეობდა.
  • 2006 წლის 14 იანვარს ნიუ ჰორაიზონსი კენედის კოსმოსური ცენტრიდან წარმატებულად გაეშვა.
  • 2006 წლის იანვარს აპარატმა იუპიტერის მახლობლად გრავიტაციული მანევრის ჩასატარებლად მზადება დაიწყო.
  • 2006 წლის ნიუ ჰორაიზონსმა მარსის ორბიტა გადალახა. იმ მომენტში აპარატი მზიდან დაახლოებით 245 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული.
  • 2007 წლის 28 წელს აპარატი იუპიტერს 2.3 მილიონ კმ-მდე მიუახლოვდა და გრავიტაციული მანევრი შეასრულა.
  • 2008 წლის ივნისში ნიუ ჰორაიზონსმა სატურნის ორბიტა გადალახა.[6]
  • 2011 წლის მარტში აპარატმა ურანის ორბიტა გადალახა.[7]
  • 2013 წელს ნიუ ჰორაიზონსმა პროგრამული განახლება მიიღო და გეგმიური შემოწმება ჩაუტარდა.
  • 2013 წლის ივლისში აპარატმა პლუტონს ფოტო დაახლოებით 900 მილიონი კილომეტრის მანძილიდან გადაუღო.
  • 2014 წლის ივლისში ნიუ ჰორაიზონსმა სიჩქარეს მოუმატა, ხოლო აგვისტოში ნეპტუნის ორბიტაც გადალახა.[8]
  • 2015 წლის მარტში აპარატმა დედამიწიდან 4,7 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მორიგი მანევრი შეასრულა და გეგმიური მანევრის ჩატარების სიშორის რეკორდი დაამყარა.
  • 2015 წლის მაისში აპარატმა პლუტონს მაღალი ხარისხის ფოტოები გადაუღო და მნიშვნელოვნად აჯობა ჰაბლის მიერ მოპოვებულ სურათებს.
  • 2015 წლის 14 ივლისს აპარატი პლუტონს 12,5 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა და 50 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაცია შეაგროვა.
  • პლუტონისა და მისი თანამგზავრების შესახებ მოპოვებული ინფორმაცია დედამიწაზე 2016 წლის ოქტომბრამდე იგზავნებოდა.
  • პლუტონის სისტემის შესწავლის შემდეგ ნიუ ჰორაიზონსი კოიპერის სარტყელისაკენ გაემართა.
  • 2019 წლის მონაცემებით ნიუ ჰორაიზონსი პლუტონიდან 1 მილიარდი კილომეტრით იყო დაშორებული.
  • 2020 წელს აპარატზე განთავსებული ტელესკოპის მეშვეობით მეცნიერებმა პროქსიმა კენტავრიმდე და ვოლფ-359-მდე არსებული მანძილი დააზუსტეს.

აპარატის აღჭურვილობა რედაქტირება

  • ულტრაიისფერი სპექტრომეტრი, რომლის დანიშნულებასაც პლუტონის ატმოსფეროსა და მისი ზედაპირის შესწავლა წარმოადგენდა.
  • ფართო ხედვისა და შორი მანძილების გადასაღებად განკუთვნილი კამერები: Ralph და LORRI.[9][10]
  • მზის ქარის ნაწილაკების აღმომჩენი.
  • ენერგეტიკული ნაწილაკების სპექტრომეტრი.
  • კოიპერის სარტყელში არსებული მტვერის სპექტრომეტრი.
  • რადიოსპექტრომეტრი.[11]

აპარატის სავარაუდო მომავალი რედაქტირება

  • მოსალოდნელია, რომ მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში აპარატზე არსებული რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი კიდევ გააგრძელებს მუშაობას და სამეცნიერო აღჭურვილობასაც მოამარაგებს.
  • 2038 წლისთვის ნიუ ჰორაიზონსი მზიდან 100 ასტრონომიული ერთეულის მანძილით იქნება დაშორებული და არსებულ ვოიაჯერებს ვარსკვლავთშორისი სივრცის შესწავლაში შეუერთდება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Chang, Kenneth (July 18, 2015). „The Long, Strange Trip to Pluto, and How NASA Nearly Missed It“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 20, 2019. ციტირების თარიღი: July 19, 2015.
  2. Whitwam, Ryan. (December 13, 2017) New Horizons Space Probe Target May Have its Own Tiny Moonlet – ExtremeTech. Ziff Davis. ციტირების თარიღი: January 24, 2019
  3. Sobel, Dava (May 1993). „The Last World“. Discover. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 3, 2018. ციტირების თარიღი: April 13, 2007.
  4. New Horizons: Pluto map shows 'whale' of a feature დაარქივებული July 4, 2017, საიტზე Wayback Machine. by Jonathan Amos, on July 8, 2015 (BBC – Science & Environment section)
  5. New Frontiers Program: New Horizons Science Objectives. NASA – New Frontiers Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 15, 2015. ციტირების თარიღი: April 15, 2015
  6. New Horizons Ventures Beyond Saturn's Orbit. Johns Hopkins APL (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2014. ციტირების თარიღი: December 14, 2013
  7. Later, Uranus: New Horizons Passes Another Planetary Milestone. Johns Hopkins APL (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2014. ციტირების თარიღი: December 14, 2013
  8. Parker, Alex (April 30, 2013). „2011 HM102: A new companion for Neptune“. The Planetary Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 9, 2014. ციტირების თარიღი: October 7, 2014.
  9. About LORRI Images. The Johns Hopkins University – Applied Physics Laboratory.
  10. Y. Guo; R. W. Farquhar (2006). „Baseline design of New Horizons mission to Pluto and the Kuiper belt“. Acta Astronautica. 58 (10): 550–559. Bibcode:2006AcAau..58..550G. doi:10.1016/j.actaastro.2006.01.012.
  11. M.M. Nieto (2008). „New Horizons and the onset of the Pioneer anomaly“. Physics Letters B. 659 (3): 483–485. arXiv:0710.5135. Bibcode:2008PhLB..659..483N. doi:10.1016/j.physletb.2007.11.067. S2CID 18137697.


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.