ნიუ-იორკული ტრილოგია

ნიუ-იორკული ტრილოგია (ინგლ. The New York Trilogy) — თანამედროვე ამერიკელი პოსტმოდერნისტი მწერლის, პოლ ოსტერის ყველაზე პოპულარული ნაწარმოები. ტრილოგია შედგება სამი ნაწილისგან: „შუშის ქალაქი”, „აჩრდილები” და „დაკეტილი ოთახი”,

ნიუ-იორკული ტრილოგია
ჟანრი მისტერია, დეტექტივი
ავტორი პოლ ოსტერი
მშობლიური ენა ინგლისური
დაწერილია 1985-1986
დაწერის ადგილი აშშ
გამოცემულია 1987
ქართულად თარგმნა ქეთი ქანთარია, 2008
წინა The Invention of Solitude
შემდეგი In the Country of Last Things

ტრილოგიის ნაწილები ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი რომანებია, მაგრამ სიუჟეტური პარალელები, კარგად ნაცნობი ლიტერატურული სახეებისა და სახელების, პერსონაჟების გამეორება და შეშლილობამდე მისული მთავარი გმირების მსგავსი ბოლო ქმნის ახალ, მეტაფიზიკურ სამყაროს, რომლის პირობითი ცენტრი წარსულის აჩრდილებით სავსე ნიუ-იორკია, სივრცითი და დროითი საზღვარი კი - დარღვეული. ამ სამყაროში შესული მკითხველი თავს რომანის ერთ-ერთ პერსონაჟად გრძნობს, ავტორის განზრახვითა და სურვილით ქმედების თანამონაწილედაა მიწვეული და უსასრულოდ ინტერპრეტირების ნება ეძლევა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • პოლ ოსტერი, ნიუ-იორკული ტრილოგია — თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2008, ISBN 978-9941-403-09-5
  • პოლ ოსტერი, ნიუიორკული ტრილოგია — თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016, ISBN 978-9941-23-569-6