ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრი

ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრი (New York Philharmonic) — უძველესი აქტიური სიმფონიური ორკესტრი შეერთებულ შტატებში, ჩამოყალიბდა 1842 წელს ქალაქ ნიუ-იორკში. ფილარმონიული ორკესტრი წარმოდგენებს ლინკოლნის ცენტრის ავერი ფიშერის დარბაზში მართავს და საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი საუკუთესო ორკესტრი მსოფლიოში. ორკესტრმა საკუთარი რეკორდული მე-14.000 კონცერტი 2004 წლის დეკემბერში გამართა. 2002 წლიდან ორკესტრის მუსიკალური დირექტორია ლორინ მააზელი. 2009 წლიდან მის თანამდებობას ალან გილბერტი დაიჭერს.

ურელი კორელი ჰილი - ორკესტრის დამფუძნებელი.