ნიტეროი (პორტ. Niterói) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, რიო-დე-ჟანეიროს შტატში. მისი ფართობი 129 375 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 487 327 ადამიანი (2010). წარმოადგენს შტატის მეექვსე ყველაზე ხალხმრავალ ქალაქს და გაჩნია ადამიანის განვითარების ინდექსის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რიო-დე-ჟანეიროს აგლომერაციასა და მთელს ბრაზილიაში.

მუნიციპალიტეტი
ნიტეროი
Niterói

იკარაის პლაჟი
დროშა გერბი

ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
შტატი რიო-დე-ჟანეირო
კოორდინატები 22°53′00″ ს. გ. 43°06′00″ დ. გ. / 22.88333° ს. გ. 43.10000° დ. გ. / -22.88333; -43.10000
ქალაქის მერი მარია აპარესიდა პანისეტი
დაარსდა 22 ნოემბერი, 1573 წ.
ფართობი 129,38 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0±1 მეტრი, 16 მეტრი
მოსახლეობა 487 327 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 3 684,4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
სატელეფონო კოდი +55 21
საფოსტო ინდექსი 24000-000
ოფიციალური საიტი http://www.niteroi.rj.gov.br
ნიტეროი — ბრაზილია
ნიტეროი

Fundação Getúlio Vargas-ს 2011 წლის ივნისის კვლევების თანახმად, ნიტეროი ბრაზილიის უმდიდრესი ქალაქის და მისი მოსახლეობის 55,7% A კლასს მიეკუთვნება, ხოლო თუ ამას B კლასსაც დავამატებთ, ეს მაჩვენებელი 85,9%-მდე ადის. სახელი „ნიტეროი“ ტუპის ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს „წყალი, რომელიც იმალება“.

ქალაქი 1573 წლის 22 ნოემბერს ტუპის ინდიელთა ბელადმა არარიბოიამ დააარსა (რომელიც შემდეგ კათოლიკედ მოექცა). შედეგად, ის ერთადერთი ბრაზილიური ქალაქია, რომელიც არაქრისტიანმა, არაასიმილირებულმა ბრაზილიელმა ინდიელმა დააარსა.[1]

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The Niterói Secretary of Culture's official website. Niterói City Hall. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-14. ციტირების თარიღი: 2007-02-25.