ნისკარტნიჩაბა (ლათ. Eurynorhynchus pygmaeus)ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ბეღურასავით პატარა ჩიტია. გამოირჩევა ნიჩბისმაგვარი ნისკარტით, რომელიც წვეროში გაფართოებულია. ნისკარტნიჩაბა ბუდობს მხოლოდ ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე. ზამთრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბუდეს იკეთებს ტუნდრაში, წყალსატევების ბალახნარით დაფარულ ნაპირებზე. დებს 4 კვერცხს. კვერცხებზე ზის და შთამომავლობაზე ზრუნავს მხოლოდ მამალი. იკვებება მწერებით და წვრილი კიბოსნაირებით.

ნისკარტნიჩაბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Eurynorhynchus pygmaeus
სინონიმები
Eurynorhynchus pygmaeus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 22693452

ლიტერატურა რედაქტირება