ნისკარტნამგალა (ლათ. Ibidorhyncha struthersii) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ნისკარტნამგალას გრძელი (7,5 სმ) წითელი ნისკარტი ქვემოთკენ ნამგლისებურად აქვს მოხრილი, ამას უკავშირდება მისი სახელიც. ბუდობს ცენტრალურ და შუა აზიის მაღალი მთის მდინარეთა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 2000 მ-ის ზევით. მისი ბუდე მდინარის სანაპირო რიყეზე მიწის პატარა ჩაღრმავებაა. დებს ოთხ კვერცხს. იკვებება კიბოსნაირებითა და მწერებით.

ნისკარტნამგალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ibidorhyncha struthersii
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693672
გავრცელება

ლიტერატურა რედაქტირება