ნიჟა ხურციძე (დ. 25 იანვარი, 1912, ოზურგეთი) — ქართველი ეკონონომისტი და მეცნიერი.

დაამთავრა ოზურგეთის კოოპერაციული ტექნიკუმი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი პოლიტიკური ეკონომიის სპეციალობით 1936 წელს; მოსკოვის საგეგმო ინსტიტუტის ასპირანტურა 1941 წელს.

1941 წლის იანვარში წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1941-1946 წლებში. იმყოფებოდა მაიორის წოდებით დიდ სამამულო ომში კარელიის და მესამე ბელორუსიის ფრონტებზე; 1947 წელს დაუბრუნდა მშვიდობან ცხოვრებას; 1977 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო პროფესორის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია პოლიტიკური ეკონომიის თეორიისა და ისტორიის, შრომის ნაყოფიერების ზრდის მეთოდებსა და სხვა პრობლემებზე. მიღებული აქვს ორდენები და მრავალი მედალი.

ჯილდოები რედაქტირება

  • მედალი "კენინსბერგის აღებისთვის"
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "ბერლინის აღებისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • „შრომისა და საზოგადოებრივი საკუთრებისადმი კომუნისტური დამოკიდებულების აღზრდის შესახებ“, თბილისი, 1970 — 115 გვ.
  • „მთავარია შრომის ნაყოფიერების ამაღლება“, თბილისი, 1967. — 88 გვ.
  • „პოლიტიკური ეკონომიის შესავალი„ - თბილისი, 1959. — 221 გვ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება