ნინო ნაკაშიძე (პოლიტიკოსი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინო ნაკაშიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

ნინო ნაკაშიძე (დ. 9 ნოემბერი, 1955, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოლოგი.

ნინო ნაკაშიძე
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1955 (1955-11-09) (68 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1977 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და გერმანული ენები. 1977-1980 წლებში იყო მოსკოვის მ. ტორეზის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტი. 1982-1985 წლებში საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის რუსული და უცხო ენების კათედრის ასისტენტი, 1985-1989 წლებში უფროსი მასწავლებელი. 1989-1993 წლებში იყო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის კათედრის დოცენტი. 1993-1998 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1998 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის დოცენტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება