ნინო კირთაძე (დ. 1 ივნისი, 1968) — ქართველი მსახიობი ქალი. მიღებული აქვს მონაწილეობა ხუთ მხატვრულ ფილმში. თანამშრომლობდა რეჟისორ ნანა ჯორჯაძესთან.

ნინო კირთაძე
დაბადების თარიღი 1 ივნისი, 1968 (1968-06-01) (55 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1983-2008

ბიოგრაფია რედაქტირება

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და გახდა ამავე უნივერსიტეტის პედაგოგი. 1986–1992 წლებში იყო ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. თანამშრომლობდა ლიტერატურულ და აკადემიურ ჟურნალებთან. 1992–1996 წლებში Agense France presse-სა და APAssociated Press -ის კორესპონდენტი კავკასიაში. 1992–1994 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი. 1997 წლიდან დასახლდა საფრანგეთში. 2005 წლიდან ევროპული აკადემიის წევრი.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ფილმების დამდგმელი რეჟისორი რედაქტირება

  • 1999: „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე“
  • 2001: „ჩეჩნური იავნანა“
  • 2003: „უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ“
  • 2003 „სტალინი სტალინის შესახებ“
  • 2003: „სტალინი — ღვთაების დასაფლავება“
  • 2005: „მილსადენის მეზობლები“
  • 2008: დურაკოვო
  • 2014 : არ ისუნთქო
  • 2019 : გეპატიჟებით ჩემს სიკვდილით დასჯაზე
  • 2005: „Lettre Py“
  • „ქართული ნაციონალური ბალეტი“

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

  • 2002: ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი (ბერლინი)
  • 2002: რუდოლფ ვირბას პრიზი (პრაღა)
  • 2003: ოქროს I პრიზი (ბიარაცი, საფრანგეთი)
  • 2003: პრი იტალია
  • ლუის მარკორელის პრიზი (პარიზი)
  • 2003: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ჯილდო
  • 2005: გრან პრი Visions du Reel (ნიონი, შვეიცარია)
  • 2005: პრი ევროპა
  • 2005: Templton Foundation — მთავარი ჯილდო (შვეიცარია)
  • 2005: ევროპული ოსკარი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის
  • 2008: საუკეთესო რეჟისორი, სანდანსის ფესტივალი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება