ნინო იობაშვილი (დ. 8 სექტემბერი, 1984) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან 2023 წლის 24 მარტამდე.

ნინო იობაშვილი
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1984 (1984-09-08) (39 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1984 წლის 8 სექტემბერს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. დაამთავრა ბრემენის უნივერსიტეტი. არის ევროპული და საერთაშორისო სამართალის მაგისტრი (LL.M.Eur.). 2010–2015 წლებში იყო შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015–2018 წლებში — სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2018–2019 წლებში იყო შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი. 2019–2021 წლებში — ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე. 2021 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 24 მარტამდე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. პარლამენტის წევრი გახდა პროპორციული სიით (ჩაანაცვლა თეა წულუკიანი).[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „პარლამენტში თეა წულუკიანი ნინო იობაშვილმა ჩაანაცვლა“. pia.ge. ციტირების თარიღი: 2 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)