ნინო აგაშენაშვილი

ნინო აგაშენაშვილი, 1919-19?? Public official, Laborer.

ნინო (ნუნუ) აგაშენაშვილი (დ. 1919, სოფ. საკრამულო, დუშეთის რაიონი — გ. უცნობია) — თანამდებობის პირი, მუშა

მუშაობდა თბილისის აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკაში. ქარხანაში პირველმა აითვისა ურთულესი ასორტიმენტის ფანზის ქსოვა. სწავლობდა მუშფაკში[1], დააწინაურეს ინსტრუქტორ-კონტროლიორად. მისი ლექსები ქარხნის გაზეთის გარდა თბილისის დიდ ჟურნალებსა და გაზეთებშიც იბეჭდებოდა („ლიტერატურული საქართველო“, 1938, №13), ზოგიერთი ლექსი რუსულადაც ითარგმნა. 1938 წლის 12 ივნისს აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს I მოწვევის დეპუტატად[2], შემდეგ საქართველოს ალკკ კიროვის რაიკომის მდივნად. სტახანოველი მუშა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება