ნინო აბაშიძე

ქართველი მწერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ნინო ზაქარიას ასული აბაშიძე (დ. 10 ოქტომბერი, 1910, სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი — გ. 1997) — ქართველი მწერალი.

ნინო აბაშიძე
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1910(1910-10-10)
დაბადების ადგილი ვეჯინი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი იანვარი, 1997[1] (86 წლის)
დასაფლავებულია საბურთალოს სასაფლაო
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1934 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტი. პირველი მოთხრობა — „ალაზნის პირას“ გამოაქვეყნა 1947 წელს. 1953 წელს გამოვიდა კრებული: „მოთხრობები“, 1963 წელს — „შეხვედრა თერგზე“, 1974 წელს კიდევ მოთხრობები და სხვა. მისი ბოლო ნაწარმოები „დრო და სასჯელი“, ეძღვნება კომუნისტური რეჟიმის პირობებში გადატანილ პირად უდიდეს ტკივილს. მასში ასახულია 20-იანი წლების საქართველოს ისტორია; ეს იყო დევნა ქართველი თავად-აზნაურობისა, მათი სრული განადგურების მიზნით. აღნიშნული ნაწარმოები მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ „კლდეკარში“ (1997,2(11)). ნინო აბაშიძე იყო პირდაპირი შთამომავალი კრწანისის ომის გმირის, იოანე კახთ-აბაშიძისა. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, მას შექმნილი აქვს მოთხრობები ილია ჭავჭავაძეზე, დავით გურამიშვილსა და ლესია უკრაინკაზე.

1953 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ერთი დღე დროთა ბრუნვაში : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 131გვ.
  • შეხვედრა თერგზე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 170გვ.
  • ალაზნის პირას : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადულლი, 1969. - 214გვ.
  • მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1953. - 205გვ.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. http://www.nplg.gov.ge/bios/en/00000849/