ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გერბი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გერბინინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარის პორფირის (ძოწის) ველზე გამოსახულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი, რომელსაც ქვემოთ და ორივე გვერდზე შემოყვება ოქროს ვაზი ფოთლებით.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ნინოწმინდა“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება