ნილტონ დოს სანტოსი (პორტ. Nílton dos Santos; დ. 16 მაისი, 1925, რიო-დე-ჟანეირო — გ. 27 ნოემბერი, 2013, იქვე) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, მარცხენა მცველი[1]. თამაშობდა „ბოტაფოგოში“. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 75-ჯერ და 3 გოლი გაიტანა.

ნილტონ სანტოსი
ნილტონ სანტოსი, 2004
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნილტონ დოს სანტოსი
დაბადების
თარიღი
16 მაისი, 1925
დაბადების
ადგილი
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
გარდაცვალების
თარიღი
27 ნოემბერი, 2013 (88 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
სიმაღლე 1.80 მ.
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
„ბოტაფოგო“
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1948–1964 „ბოტაფოგო“ 723 (11)
ეროვნული ნაკრები
1949–1962 ბრაზილია 75 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ნილტონ სანტოსი მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი (1958, 1962) და ვერცხლის პრიზიორია (1950). ასევე არის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი და 3-გზის ვერცხლის პრიზიორი. „ბოტაფოგოსთან“ ერთად არის რიო-დე-ჟანეიროს 4-გზის ჩემპიონი, რიო-სან-პაულოს ტურნირის 2-გზის გამარჯვებული; მოგებული აქვს სხვა ტიტულებიც. „ბოტაფოგოს“ რეკორდსმენი ჩატარებული თამაშების რაოდენობის მიხედვით[2]. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა[3]. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 22-ე ადგილზე დასახელდა.[4] ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი.[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Wall of Fame: Nilton Santos. Infostrada Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-29.
  2. Domingo, Botafogo chegará ao jogo 5 mil da sua história. globo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-29.
  3. Рекорды и достижения 1-го тура. „სოვეცკი სპორტ“ (15 ივნისი, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-29. ციტირების თარიღი: 2011-01-30.
  4. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
  5. Museu do Futebol II. Anjos barrocos. Portuguese. Fut Pop Clube (17 მაისი, 2009). ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2020.