ნიკო ბელიკი (სერ. Нико Белић, Niko Belić) — Grand Theft Auto IV-ის მთავარი პროტაგონისტი და მართვადი პერსონაჟი. ნიკო წარმოშობით სერბია. იგი მონაწილეობდა იუგოსლავიის ომებში. ომში ნახულმა სისასტიკემ და ბოროტებამ სამუდამოდ შეცვალა ნიკო და მისი წარმოდგენა ცხოვრებაზე: იგი ცინიკური და გულცივი ადამიანი გახდა. 30 წლის ასაკში იგი გადავიდა საცხოვრებლად ლიბერტი სიტიში (რომლის პროტოტიპია ნიუ იორკი) რათა გამოქცეოდა უსიამოვნო წარსულს და აეხდინა "ამერიკული ოცნება". ნიკო ამ ნაბიჯის მართებულობაში დაარწმუნა მისმა ბიძაშვილმა, რომან ბელიკმა, რომელიც დაპირდა მდიდრულ ცხოვრებას ლამაზ გოგოებთან ერთად, სპორტულ მანქანებსა და ბევრ ფულს. ახალ ქალაქში ჩამოსვლისთანავე ნიკო მიხვდა, რომ რომანის მონაყოლი ბევრად შორს იყო რეალობისგან. რომანი ფლობდა ტაქსის ბიზნესს, თუმცა რუსული და ალბანური მაფიის დიდი ვალი ჰქონდა. ნიკოს წარსულის კარგად მცოდნემ, რომანმა მოატყუა საკუთარი ბიძაშვილი, რათა გადმოეყვანა ლიბერთი სიტიში. მან იცოდა, რომ ნიკო იბრძოლებდა მისი მდევრების წინააღმდეგ და საბოლოოდ რომანის ტყუილი მან რეალობად აქცია.

ნიკო ბელიკი
Grand Theft Auto პერსონაჟი
პირველი გამოჩენა Grand Theft Auto IV
შემქმნელი Rockstar Games
გამხმოვანებელი მაიკლ ჰოლიკი[1][2][3]
მოძრაობის დაჭერის მსახიობი მაიკლ ჰოლიკი
სემ გლენი
ბას რატენი
ამირ პერეტსი
მარიო დ'ლეონი

ნიკო ბელიკს ახმოვანებს მაიკლ ჰოლიკი, რომელსაც ამისთვის 100.000 აშშ დოლარი გადაუხადეს[1].

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Totilo, Stephen. (11 April 2007) 'GTA IV' Details: Who's Niko Bellic? - Video Games News Story. MTV. ციტირების თარიღი: 25 November 2009.
  2. Voice of GTA IV's Niko Bellic wants more respect // News. Gamesindustry.biz (21 May 2008). ციტირების თარიღი: 25 November 2009.
  3. About Michael Hollick. Michaelhollick.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 25 November 2009.