ნიკოლო პაგანინი (იტალ. Niccolò Paganini; დ. 27 ოქტომბერი, 1782, გენუა, იტალია — გ. 27 მაისი, 1840, ნიცა, საფრანგეთი) — იტალიელი მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი განთქმული ვიოლინოს ერთ სიმზე დაკვრით. მისმა 24 კაპრიზმა გავლენა იქონია ბრამსის, რახმანინოვის და ლისტის მუსიკაზე.

ნიკოლო პაგანინი
ნიკოლო პაგანინი

ბავშვობა და ადრეული კარიერა რედაქტირება

ნიკოლო პაგანინი დაიბადა იტალიის ქალაქ გენუაში, ღარიბ ოჯახში. ის იყო ანტონიო და ტერეზა პაგანინის მესამე შვილი. მამამისი ანტონიო კაზინოში თამაშობდა და ოჯახის ბოლო ფულს ხარჯავდა. ფულს ის მანდოლინაზე დაკვრით იღებდა. 5 წლის ასაკში ნიკოლო პაგანინმაც დაიწყო მანდოლინაზე დაკვრა. მისი მასწავლებელი მამამისი იყო, ხოლო შვიდი წლიდან ვიოლინოზე დაკვრის სწავლას შეუდგა. ნიკოლო მალე დაეუფლა ამ ინსტრუმენტს. ბავშვობიდანვე გადიოდა კონცერტებზე რის შედეგადაც მამამისმა ბევრი ფული იშოვა.

ახალგაზრდა ნიკოლოს პირველი მასწავლებლები იყვნენ ჯოვანი სერვეტო და ჯიაკომო კოსტა,მაგრამ მისმა ტექნიკამ მალე გაუსწრო მასწავლებლების ტექნიკას. მამამისმა ნიკოლო პარმაში წაიყვანა რათა განთქმულ მევიოლინე ალესანდრო როლასთან ესწავლებინა, მაგრამ როდესაც მევიოლინემ ნიკოლოს დაკრული მოისმინა,ურჩია ფერდინანდო პაერთან წასულიყო სასწავლებლად.

ეპიტაფია რედაქტირება

 
„აქ განისვენებს ნეშტი
ნიკოლო პაგანინისა, რომელიც ვიოლინოს ღვთიური ჰანგებით
აჟღერებდა, მთელი ევროპა
უბადლო გენიით მოაჯადოვა და
იტალია ახალ ბრწყინვალე
გვირგვინით შეამკო“

კვარცხლბეკზე, ურნაზე შემოდგმულ ბიუსტს რომ იჭერს მიწერილია:

 
„მარადიული ხსოვნის
ეს ძეგლი დაუდგა ვაჟიშვილმა აქილემ პალერმოდან“

ურნის მარჯვენა მხარეს:

 
„უაღრესად კეთილშობილი გული უხვად აჯილდოებდა
ახლობლებს, არტისტებსა და ღარიბებს“

მარცხნივ:

 
„ეს იშვიათი ტალანტი
შესანიშნავ მუსიკას ქმნიდა და
დიდოსტატთა აღტაცებას იწვევდა“

პაგანინის ვიოლინო რედაქტირება

2005 წლის 1 ნოემბერს კარლო ბერგონცის ვიოლინო, რომელიც ეკუთვნოდა ნიკოლო პაგანინს, ლონდონის აუქციონზე „Sotheby’s“ 1,1 მილიონ დოლარად (საწყისი ფასი იყო 500 ათასი დოლარი) სავიოლინო ხელოვნების ფონდის წარმომადგენელმა - მაქსიმ ვიქტოროვმა შეისყიდა. მყიდველმა განაცხადა, რომ ეს ინსტრუმენტი აუცილებლად აჟღერდებოდა 2005 წლის 1 დეკემბერს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მოსკოვის პაგანინის საერთაშორისო კონკურსზე. ეს ვიოლინო არის ერთ-ერთი კარლო ბერგოცის 50 დღემდე შემორჩენილი ნამუშევრიდან.

შემოქმედება რედაქტირება

 
ფ. კერსტინგი - ნიკოლო პაგანინი (დაახლოებით 1830 წ.)
  • 24 კაპრიზი სოლო ვიოლინოსათვის, ოპ. 1 (1801-1807)
  • ექვსი სონატა ვიოლინოსა და გიტარისთვის „ეძღვნება სინიორ დელპინას“ ოპ. 2 (1801-1806)
  • ექვსი სონატა ვიოლინოსა და გიტარისთვის „ეძღვნება ელეონორას“ (1801-1806)
  • სამი კვარტეტი ვიოლინოს, ალტის გიტარის და ვიოლინჩელისთვის „ეძღვნება ნიკოლო პაგანინის თაყვანისმცემელ ქალებს“, ოპ. 4 (1802-1805)
  • სამი კვარტეტი ვიოლინოს, ალტის გიტარისა და ვიოლონჩელისთვის „ეძღვნება ნიკოლო პაგანინის თაყვანისმცემელ ქალებს“ ოპ. 5 (1802-1805)
  • პირველი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესრისთვის, რე მაჟორი ოპ. 6 (1811)
  • მეორე კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, სი მინორი, ოპ. 7 (1826)
  • მეოთხე სავიოლინო კონცერტი, ლა მინორი (1830)
  • „ჯადოქრები“ - ინტროდუქცია და ვარიაციები ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, ზიუსმაიერის ბალეტის ”ბენევეტოს თხილის” თემაზე ოპ. 8 (1813)
  • ინტროდუქცია და ვარიაციები ბრიტანულ ჰიმნზე - „God save the Queen“ ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, ოპ. 9
  • ვარიაციები სიმღერა „საყვარელო დედას“ თემაზე (ვენეციური კარნავალი) ვიოლინოსა და ორკესტრისთვის ოპ. 10 (1828).
  • „მუდმივი მოძრაობა“ ვიოლინოსთვის ორკესტრთან ან გიტარასთან ოპ. 11 (დაწერილი 1830-ის შემდეგ)
  • ინტროდუქცია და ვარიაციები როსინის ოპერის არიაზე. ვიოლინოსა და ოკრესტრისთვის ოპ. 12 (1819)
  • ინტროდუქცია და ვარიაციები როსინის ოპერა ტანგრედის არიაზე ვიოლინოსა და ორკესტრისთვის ოპ. 13 (1819)
  • სამოცი ვარიაცია გენუურ სიმღერა „ბარუკაბაზე“ ვიოლინოსა და გიტარისთვის „ეძღვნება მეგობარ ჯერმის“ ოპ. 14 (1835)
  • ინტროდუქცია და ვარიაციები „ლოცვის“ თემაზე როსინის ოპერა „მოსედან“, მეოთხე სიმზე, ორკესტრის და ვიოლინოსთვის (1818)
  • ინტროდუქცია და ვარიაციები პიზიელოს ოპერის თემზე სოლო ვიოლინოსათვის (1820 ან 1821)
  • „პაგანინის საოცრება“ - ეზღვნება თავად ელიზა ბაჩოკის - სოლო ვიოლინოსათვის (1806-1808)
  • სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის
  • „მუდმივი მოძრაობა“ სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1830-ის შემდეგ)
  • ვარიაცია იოზეფ ვეგელის თემაზე ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
  • კანტაბილე და ვალსი - ვიოლინოსა და გირატისთვოს „ეძღვნება მამაც ბიჭს - სინიორ კამილო სიგორის“ (1823-1824)
  • კანტაბილე რე მაჟორი ვიოლინოსა და გიტარისთვის
  • „გამოსამშვიდობებელი კაპრიზი, დაწერილი ჩემი მეგობარი ბატონი ე. ელიასონისთვის“ სოლო ვიოლინოსათვის (1831 ან 1832)
  • „როგორი ბედნიერი დღეა“ სოლო ხმის, გუნდისა და ფორტეპიანოსათვის, ჰარისის ლექსებზე (1830)
  • „პადუის საოცრებები“ - დივერტისმენტი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
  • „პატრიოტული სიმღერა“ ხმის, გუნდის და ფორტეპიანოსათვის
  • „ნაპოლეონი“ - სავიოლინო სონატა (მეოთხე სიმი)
  • „სასიყვარულო ადაჟიო“ ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის
  • „სოფლის ბალეტი“ ან ვარიაციები კომიკურ თემაზე
  • „სასიყვარულო დუეტი ვიოლინოსა და გიტარისთვის“ (1807)
  • სონატების კრებული ვიოლინოსა და გიტარისთვის (18 სონატა), 1828 წლის შემდეგ
  • სონატა გიტარისა და ვიოლინოსათვის „ეძღვნება ელილი დი ნეგროს“ (1804)
  • დიდი სონატა გიტარისა და ვიოლინოსათვის
  • ტრიო ვიოლას, ვიოლონჩელისა და გიტარისთვის
ნ. პაგანინი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: