ნიკოლოზ ხაჭაპურიძე

ნიკოლოზ ხაჭაპურიძე (დ. 26 ივლისი, 1944) — ქართველი პოლიტიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

ნიკოლოზ ხაჭაპურიძე
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1944 (1944-07-26) (79 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1968 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტი, მეცნიერ-თანამშრომელი, 1978 წლიდან იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. თავისუფალი პროფკავშირული ორგანიზაციის — საქართველოს მეტალურგთა თავისუფალი კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება